მეზოროლერის დახმარებით დაბალმოლეკულურ ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული სამკურნალო კომპლექსების გამოყენება მიჩნეულია საუკეთესო გზად რათა სწრაფად და უმტკივნეულოდ მოხდეს კანის გაახალგაზრდავება, ტონუსის აღდგენა, ნაოჭების სიღრმეების, ნაწიბურების, პიგმენტური ლაქებისა და აკნეს შემცირება.
პროცედურა წარმოუდგენლად მარტივია და მისი გაკეთება წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რადგან კანის გაახალგაზრდავებას არ სჭირდება კონკრეტული პერიოდის შერჩევა.
მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან თხელი ნემსები აღწევენ კანის ეპიდერმისულ და დერმატულ ფენებში, ჩხვლეტის მეთოდით წარმოქმიან არხებს და უკვე ამ არხების საშუალებით აქტიური საკვები ნივთიერებები ხვდებიან კანის სიღრმეში. ის კი თავის მხრივ რეაგირებს ჩხვლეტებზე და ააქტიურებს საკუთარი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას.
პროცედურის დასრულების შემდეგ უპრებლომოდ შეგიძლიათ სახლიდან გასვლა, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.
40-ჯერ იზრდება კანში მკვებავი ნივთიერებების შეღწევადობა;
კანი ძალიან კარგად და სწრაფად იწოვს კოსმეტიკურ საშუალებას;
ხდება საკუთარი კოლაგენის გამომუშავების მექანიკური სტიმულირება;
პროცედურის დროს არ ზიანდება ეპიდერმისი;
შემადგენლობა
ქირურგიული ფოლადი,540 ცალი ნემსი.
გამოყენების წესი
ნაბიჯი 1. აუცილებელია კანის საგულდაგულოდ გასუფთავება. გამწმენდ საშუალებებში სასურველია შედიოდეს AHA მჟავები (მაგალითად: გლიკოლი, რძე, ლიმონი, ვაშლი, ღვინო), რომლებიც ხელს უწყობენ მკვებავი ნივთიერებების კანში შეღწევას. ნაბიჯი 2. სახე დაიმუშავეთ ქლორჰექსიდინის ანტისეპტიკური ხსნარით. ნაბიჯი 3. კანზე წაისვით TETе Cosmeceutical-ის 0,5-1 მლ დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავას საფუძველზე დამზადებული კომპლექსი,რომელიც საკმარისია 1 პროცედურისთვის. ნაბიჯი 4. პროცედურის დაწყებამდე გახსენით შეფუთული მეზოროლერი. მოხერხებულობისთვის და თანაბარი დამუშავებისთვის სახისა და დეკოლტეს არე ვიზუალურად დაყავით ზონებად.
მეზოროლერის გამოყენება უნდა მოხდეს დამატებითი ზეწოლის გარეშე. თითოეულ ზონაში მეზოროლერი მოძრაობს 4 მიმართულებით 3-4 ჯერ: ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და დიაგონალზე. ნაბიჯი 5. პროცედურის შემდეგ კანის დასამშვიდებლად წაისვით თაბაშირის ან ალგინატი ნიღაბი. ბოლოს კი დაიტანეთ დამცავი SPF კრემი. კურსი:
ჩაიტარეთ 7-10 პროცედურა 1 კვირის ინტერვალით. მნიშვნელოვანია!
მეზოროლერი არის კოსმეტიკური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ინდივიდუალური მოხმარებისთვის. ყოველი გამოყენების შემდეგ, აუცილებელია ინსტრუმენტის გამდინარე წყალში გარეცხვა და მცირე ხნით სტერილიზაციის ხსნარში ჩადება. ინსტრუმენტი ინახება პლასტმასის კონტეინერში. უკუჩვენებები:
ნუ გამოიყენებთ მეზოროლერს აკნეს, როზაცეას, აქტიური ანთების, ეგზემის, ფსორიაზის, კონტაგიოზური მოლუსკის (ვირუსი), ღია ჭრილობების და დამწვრობის დროს.
თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში,რომ ჯანმრთელი კანი გაქვთ, მაშინ მეზოროლერის გამოყენებამდე მიმართეთ დერმატოლოგს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.
იყავით პირველი შემფასებელი: „TETe სახის მეზოროლერი MICRONEEDLE SKIN NURSE SYSTEM 0,75 mm (540 Needles)“ კომენტარის გაუქმება
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.