აღწერა
ღამის უნიკალური ნიღაბი შეიცავს ზღვის ლოკოკინის ტოქსინს, რომელიც მოკლე დროში ხელს უშლის მიმიკური ნაოჭების შემცირებას და მათ შემდგომ წარმოქმნას (მათ შორის თვალების კუთხეებში და შუბლზე). მაღალტექნოლოგიური ბუნებრივი ინგრედიენტების კომპლექსი აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და გარეგნობას, თავიდან აპროგრამებს უჯრედებს რათა მოახდინონ თვითგანახლება/გაახალგაზრდავება,ასევე აღადგენს კანის ბუნებრივ დამცავ ფუნქციებს.ნიღაბი მოქმედებს მთელი ღამის განმავლობაში,დილით კი კანი კარგად დატენიანებული, ელასტიური, გლუვი და გაახალგაზრდავებულია.
XEP-018 – სწრაფი ბოტოქსის ეფექტი. ნეიროაქტიური ტოქსინი, რომელიც მიიღება ზღვის კონუსური ლოკოკინისგან,მოქმედებს ნეირომუსკულარულ სასიგნალო კონტაქტებზე, ამშვიდებს სახის კუნთებს, მაგრამ არ ბლოკავს მათ. შედეგი:ნაკლები ნაოჭები, ბუნებრივი მიმიკის შენარჩუნება. XEP-018 ამცირებს ნაოჭებს თვალების კუთხეში და შუბლზე, რაც სახეს უფრო ახალგაზრდულს,ხოლო მიმიკას უფრო რბილს ხდის. ბოტოქსის დადასტურებული ეფექტი აქვს გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ, რომელიც დიდხანს გრძელდება.
Actisoothe — მგრძნობიარე კანის სიმშვიდე. კორდიცეპსისა და რეიშის სოკოს ექსტრაქტების კომპლექსი გავლენას ახდენს ანთების გამომწვევ გენებზე.
მგძნობიარე კანს უბრუნებს სიმშვიდეს და კომფორტს. ამცირებს გაღიზიანებას,აქერცვლას, კანის ნეგატიურ რეაქციას კოსმეტიკურ საშუალებებზე.
Hyanify – დამატენიანებელი ფილერი. აუმჯობესებს უჯრედულ აქტივობას, 66% -ით ზრდის კანში საკუთარი ჰიალურონის მჟავის სინთეზს.
Reproage – კანის გაახალგაზრდავების პროცესის ხელახალი წარმართვა. ინოვაციური ჰექსაპეპტიდი – რომელიც აკონტროლებს უჯრედების მიერ გენეტიკური ინფორმაციის ინტერპრეტაციას. მოქმედებს მიკრო რნმ-ზე (რიბონუკლეინის მჟავა), არეგულირებს ღეროვანი უჯრედების თვისებებს,აღადგენს ეპიდერმისის განახლების ნორმალურ სიჩქარეს დაამით ამცირებს დაბერების ნიშნებს. კანი ხდება უფრო გლუვი და გაბრწყინებული.
Sensolene — ჰიდროლიპიდური მანტიის დაცვა. ზეითუნის ზეთზე დამზადებული სუფთა ნატურალური ინგრედიენტები სწრაფად ლაგდებიან კანის ზედა ფენებში და აუმჯობესებენ მის ბარიერულ ფუნქციებს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.