აღწერა
მსუბუქი ტექსტურის უნიკალური სახის კრემი სწრაფად არბილებს მიმიკურ ნაოჭებს, უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას და კომფორტს, უხდება ნებისმიერი ტიპის კანს, მგრძნობიარე კანის ჩათვლით. სახეს ანიჭებს დასვენებულ იერს, უზრუნველყოფს ძლიერ ანტიოქსიდანტურ დაცვას, გაახალგაზრდავების მიზნით ახორციელებს უჯრედების გადაპროგრამებას, ასწორებს კანს, ჭიმავს და მატებს ბზინვარებას. გირჩევთ გამოიყენოთ ამავე სერიის სახის წვეთებთან ერთდ.
XEP-018 – სწრაფი ბოტოქსის ეფექტი. ნეიროაქტიური ტოქსინი, რომელიც მიიღება ზღვის კონუსური ლოკოკინისგან,მოქმედებს ნეირომუსკულარულ სასიგნალო კონტაქტებზე, ამშვიდებს სახის კუნთებს, მაგრამ არ ბლოკავს მათ. შედეგი:ნაკლები ნაოჭები, ბუნებრივი მიმიკის შენარჩუნება. XEP-018 ამცირებს ნაოჭებს თვალების კუთხეში და შუბლზე, რაც სახეს უფრო ახალგაზრდულს,ხოლო მიმიკას უფრო რბილს ხდის. ბოტოქსის დადასტურებული ეფექტი აქვს გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ, რომელიც დიდხანს გრძელდება.
Glycoin — არის უჯრედული აქტივობის გამაძლიერებელი. მიროტამნუსის ექსტრაქტი – აფრიკული მცენარე, რომელსაც გვალვის ხანგრძლივი პერიოდის და სრული გაუწყლოების შემდეგ შეუძლია წვიმის წყლისგან აღმოცენდეს,დაბალი ტენიანობის პირობებში იცავს უჯრედის მემბრანებს, ასტიმულირებს ასაკოვანი კანის ATP- ს (ენერგიის წყარო) სინთეზს, აძლიერებს კანის ანტიოქსიდანტურ დაცვას, ინტენსიურად ატენიანებს და აახალგაზრდავებს მას.
Actisoothe — მგრძნობიარე კანის სიმშვიდე. კორდიცეპსისა და რეიშის სოკოს ექსტრაქტების კომპლექსი გავლენას ახდენს ანთების გამომწვევ გენებზე.
მგძნობიარე კანს უბრუნებს სიმშვიდეს და კომფორტს. ამცირებს გაღიზიანებას,აქერცვლას, კანის ნეგატიურ რეაქციას კოსმეტიკურ საშუალებებზე.
Hyanify – დამატენიანებელი ფილერი. აუმჯობესებს უჯრედულ აქტივობას, 66% -ით ზრდის კანში საკუთარი ჰიალურონის მჟავის სინთეზს.
Reproage – კანის გაახალგაზრდავების პროცესის ხელახალი წარმართვა. ინოვაციური ჰექსაპეპტიდი – რომელიც აკონტროლებს უჯრედების მიერ გენეტიკური ინფორმაციის ინტერპრეტაციას. მოქმედებს მიკრო რნმ-ზე (რიბონუკლეინის მჟავა), არეგულირებს ღეროვანი უჯრედების თვისებებს,აღადგენს ეპიდერმისის განახლების ნორმალურ სიჩქარეს დაამით ამცირებს დაბერების ნიშნებს. კანი ხდება უფრო გლუვი და გაბრწყინებული.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.