აღწერა
გამაახალგაზრდავებელი პილინგი ლურჯი რეტინოლით და ხილის მჟავებით (pH3) ნაზად და ეფექტურად აშორებს მკვდარ უჯრედებს, ასუფთავებს კანს, კვებავს და ატენიანებს მას. უკვე პირველი პროცედურის დასრულების შემდეგ იწყება უჯრედების განახლების პროცესები, ხდება კანის გაახალგაზრდავება, მისი ფერის გათანაბრება, მიმიკური ნაოჭების გასწორება, პიგმენტური ლაქების გაღიავება. მცირდება გამონაყარის მიერ გამოწვეული ანთება, ღრმა მექანიკური წმენდის პროცედურების შემდეგ ლაქები ღიავდება. ეფექტურად ებრძვის აკნეს ნებისმიერ ფორმას, ამცირებს ანთებას და კანის გაღიზიანებას.
პილინგის გამოყენების შემდეგ თქვენი კანი მომენტალურად შეიძენს ახალ იერს, გაბრწყინდება, გაუხეშებული ადგილები შემცირდება,ნაოჭების სიღრმე მოიკლებს და პიგმენტური ლაქები გაღიავდება.
პილინგი რეკომენდებული არ არის მგრძნობიარე და როზაცეას მქონე კანისთვის.
შემადგენლობა
Water (Aqua), Lanablue (Aphanizomenon flos-aquae var. flos aqua extract), Cetearyl Olivate, Sorbian Olivate, Celldetox (Hydrolyzed Candida Saitoana Extract), Aquaphyline (Hydrolyzed Viola Tricolor Extract), Lactic Acid,Citric Acid, Glycolic Acid, Malic Acid, Sodium Polyacrylate, Optiphen BD (Benzyl Alcohol, Benzoic Acid, Dehydroacetic Acid), Parfum.
გამოყენების წესი
- გაწმენდილ სახის კანსა და დეკოლტეზე პიპეტის მეშვეობით წაისვით პილინგი.
- 5 წუთის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პილინგის პროცესს შეიძლება თან ახლდეს ჩხვლეტის ან მცირე წვის შეგრძნება.
- ჩამობანის შემდეგ გამოიყენეთ კრემი „SAPPHIRE MYSTERY“ ან ლურჯი რეტინოლის სერიის შრატი „TURQUOISE SILK“.
ეფექტის დიდი ხნით შესანარჩუნებლად პილინგი გამოიყენეთ პირველი სამი დღე ყოველდღე, შემდეგ ერთი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ,შემდეგ კი უკვე თვეში ერთხელ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.