SunSmile სახის ლიფტინგ ნიღაბი ფუტკრის შხამით BEE VENOM ESSENCE MASK

კოდი: 1012894 კატეგორიები: , ბრენდი:

7.00 

მოცულობა:

1 ც

20 საწყობშია

აღწერა

იაპონური ბრენდის SunSmile-ის ქსოვილის ნიღაბს აქვს ლიფტინგის ეფექტი და შეიცავს კანისთვის სასარგებლო ინგრედიენტებს:

  • ფუტკრის შხამი აპატარავებს ნაოჭებს,ასწორებს კანს და მატებს ელასტიურობას. იცავს მას გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან და უბრუნებს ჯანმრთელ იერს.
  • სოიოს პოლიპეპტიდები აახალგაზრდავებს, ატენიანებს და უჯრედულ დონეზე აღადგენს კანს.
  • ჰიდროლიზებული კოლაგენი ღრმად აღწევს კანში და ასწორებს მას,იბრძვის ნაოჭების წინააღმდეგ.
  • ჰიალურონის მჟავა კანზე ქმნის ე.წ. „წყლის მანტიას“,ასწორებს და არბილებს ნაოჭებს.

რეკომენდებულია ცხიმიანი,კომბინირებული და ნორმალური კანისთვის წლის ნებისმიერ სეზონზე გამოსაყენებლად.

დამატებითი ინფორმაცია

გამოყენების მიზანი

, , ,

შედეგი

  • დატენიანება
  • დაცვა
  • ტონის გათანაბრება

შემადგენლობა

Water, glycerin, PEG / PPG-17/6 copolymer, soy polypeptides, hydrolyzed collagen, witch hazel, bee venom, glycyrrhizic acid 2K, xanthan gum, purslane extract, arbutin, erythritol, PEG-14M, sodium hyaluronate, EDTA-2Na, EDTA-2Na , PEG-40 hydrogenated castor oil, PEG-60 hydrogenated castor oil, allantoin, phenoxyethanol, flavor, tocopherol acetate (vitamin E).

გამოყენების წესი

  1. გაისუფთავეთ სახე ნებისმიერი საწმენდი საშუალებით.
  2. დაიდეთ ნიღაბი და თითებით კარგად გაასწორეთ.
  3. გაიჩერეთ 15-20 წუთი და იფიქრეთ რაიმე სასიამოვნოზე.
  4. კანზე დარჩენილი ნივთიერება არ ჩამოიბანოთ,კარგად შეიზილეთ.
  5. საუკეთესო ეფექტისთვის პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 3-4 ჯერ და თქვენი სახის კანი ყოველთვის იდეალურ ფორმაში იქნება.

შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე,სადაც არ მოხვდება მზის სხივები.
ჰიგიენის დაცვის მიზნით ნიღაბი გამოიყენეთ მხოლოდ ერთხელ.
ალერგიული რეაქციების შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ნიღაბი არ დაიდოთ ღია ჭრილობების და ნაკაწრების არსებობის დროს.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „SunSmile სახის ლიფტინგ ნიღაბი ფუტკრის შხამით BEE VENOM ESSENCE MASK“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ პროდუქტთან ერთად ყიდულობენ

Products not found

თქვენ ბოლოს ათვალიერებდით

Products not found