SHARY ფორების გამწმენდი ალგინატის ნიღაბი ბამბუკის ნახშირითა და პიტნით BAMBOO CHARCOAL+PEPPERMINT

კოდი: 142614 კატეგორიები: , ბრენდი:

10.00 

მოცულობა:

28გ

20 საწყობშია

აღწერა

ალგინატის ნიღაბი ბამბუკის ნახშირით და პიტნით ღრმად ასუფთავებს ფორებს, აშორებს ჭუჭყს და ზედმეტ ცხიმს, შესანიშნავად ანახლებს კანს, ხელს უწყობს შავი წერტილებისა და სხვა ნაკლოვანებების წინააღმდეგ ბრძოლას. ნიღაბი შესანიშნავად ავიწროებს გაფართოებულ ფორებს და ათანაბრებს ფერს, აძლევს მას ჯანმრთელ, დასვენებულ იერს.
ალგინატი (ზღვის) არის უნიკალური ბიოკომპონენტი, რომელიც მიიღება ყავისფერი წყალმცენარეებისგან. მას აქვს პლასტიზაციის საოცარი თვისება, ანუ ხდება ელასტიური გელი, რომელიც მჭიდროდ ფარავს კანს და უზრუნველყოფს აქტიური ინგრედიენტების ღრმად შეღწევას.
ალგინატის ნიღბები პირველივე გამოყენების შემდეგ რადიკალურად გარდაქმნიან კანს, ამიტომ ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ პროფესიონალურ სილამაზის სალონებში,გამოიყენებენ მყისიერი ლიფტინგისა და სახის დაჭიმვის პროცედურებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

გამოყენების მიზანი

, ,

შედეგი

  • ამცირებს ცხიმიანობას,
  • ავიწროებს ფორებს,
  • აშორებს შავ წერტილებს.

შემადგენლობა

Diatomaceous earth, algin, calcium sulfate, glucose, sodium bicarbonate, hydrogenated palm kernel oil, charcoal powder, succinic acid, sodium benzoate, tetrapotassium pyrophosphate, mentha piperita (peppermint) oil, allantoin, magnesium carbonate, citric acid, cellulose gum, fragrance, ci77499, ascorbic acid.

გამოყენების წესი

  1. გახსენით პაკეტი,გადმოყარეთ ფხვნილი ჭურჭელში,დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი (70-80მლ ან 5-6 სადილის კოვზი),ურიეთ სანამ არ მიიღებთ შესქელებულ მასას,იგი ძალიან სწრაფად მაგრდება ამიტომ მომზადებისთანავე უნდა წაისვათ სახეზე.
  2. ფართო ფუნჯით ან შპატელით სუფთა სახეზე,კისერსა და დეკოლტეს ზონაზე წაისვით ნიღაბი სქლად (3-4მმ). სურვილის მიხედვით შეგიძლიათ არ წაისვათ თვალების გარშემო და ტუჩებზე.
  3. 20-25 წუთის შემდეგ ნიღბის ბოლოები ცოტა დაასველეთ და ხელის ერთი მოძრაობით მოიხსენით ნიკაპიდან ზემოთ შუბლის მიმართულებით,ნარჩენები მოიწმინდეთ სველი ბამბის დისკით ან ხელსახოცით.
  4. გამოიყენეთ კვირაში 2-3 ჯერ.

მნიშვნელოვანია!
ნიღბის დადებამდე შეგიძლიათ წაისვათ თქვენი კანისთვის შესაფერისი Shary-ის შრატი,რადგან ალგინატი მის ეფექტს გააორმაგებს.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „SHARY ფორების გამწმენდი ალგინატის ნიღაბი ბამბუკის ნახშირითა და პიტნით BAMBOO CHARCOAL+PEPPERMINT“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ პროდუქტთან ერთად ყიდულობენ

Products not found

თქვენ ბოლოს ათვალიერებდით

Products not found