RUBELLI სახის კონტურის დასაჭიმი ნიღბები BEAUTY FACE

კატეგორიები: , , ბრენდი:

55.00 

მოცულობა:

7 ც

აღწერა

სახის კონტურის დასაჭიმი ნიღბების ნაკრები Beauty Face-ეს არის ნიკაპისა და ლოყების ზონის აწევის ორსაფეხურიანი სისტემა.  პროცედურა საშუალებას გაძლევთ სახლის პირობებში მიიღოთ დაჭიმული კანი, სიმკვრივე და ელასტიურობა.
შეფუთვაშია შვიდი სპეციალური ნიღაბი. კანთან კონტაქტისას ისინი თბება და ამით აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.თითოეული ნიღაბი გაჟღენთილია სპეციალური ესენციით, რომლებიც მიზნად ისახავენ ასაკთან დაკავშირებული პრობლემების შემსუბუქებას.
ნეოპრენის სახვევი (შეფუთვას არ მოყვება) მექანიკურად მოქმედებს სახეზე: ჭიმავს სახის ოვალს და აქრობს ღაბაბს.
ორეტაპიანი ლიფტინგის სისტემის რეგულარული გამოყენება გაათანაბრებს სახეს და გააუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
ნიღბის ესენციის ძირითადი აქტიური ინგრედიენტებია:
ადენოზინი აუმჯობესებს სისხლის ნაკადს და უჯრედებს უზრუნველყოფს ენერგიით, ზრდის კანში კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. აღადგენს  ულტრაისფერი სხივებისგან დაზიანებულ ეპიდერმისს.
კოენზიმ Q10 აფერხებს კანის დაბერების პროცესს, აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას. ინარჩუნებს კანის სიმკვრივეს და სიგლუვეს. ხელს უშლის ანთების წარმოქმნას, აქვს ჭრილობის შეხორცების უნარი.
ჰიალურონის მჟავა ქსოვილებსა და უჯრედებში ანაწილებს ტენიანობას. კანის ზედაპირზე ქმნის თხელ დამცავ ფენას და ამით აუმჯობესებს მისი ბუნებრივი დაცვის ფუნქციას გარემოს უარყოფითი ზემოქმედების მიმართ. აშორებს ასაკოვან და მიმიკურ ნაოჭებს.
ჰამამელისის ექსტრაქტი-კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა. ატონიზირებს კანს და აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ასევე ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას. შესანიშნავად ავიწროებს გაფართოებულ ფორებს.
ზეითუნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით A და B ვიტამინებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კოლაგენის წარმოქმნაზე. ის აძლიერებს ქსოვილების რეგენერაციას და  უნარჩუნებს კანს ტენიანობას.

დამატებითი ინფორმაცია

გამოყენების მიზანი

,

შედეგი

  • გაახალგაზრდავება,
  • ტონიზირება,
  • აღდგენა,
  • სიმკვრივის მომატება,
  • ნაოჭების გასწორება.

შემადგენლობა

DIWater, Glycerin, Butylene glycol, Dipropylene glycol, Dimethicone, Cyclohexasiloxane, GLYCERYL STEARATE PEG-100 STEARATE, Polyacrylamide / C 13-14 isoparaffin / Iaureth-7, Stearic acid, Chlorphenesumyl-Polyquateriate Sodium, Cycvateriol Sodium 51 , Phenoxyethanol, Hydrogenated Olive Oil, Olive Oil, Olive Oil Unsaponifiable, Cyclopentasiloxane (and) Dimethicone / Vinyl Dimethicone Crosspolymer (and) Dimethicone, HEDERA HELIX (IVY) LEAF / STEM EXTRACT, Allanopolisam Poleam Poleam Poleam Poleam extract, Sodium Hyaluronate, Ammonium Acryloyldimethyltaurate / VP Copolymer, Coenzyme Q10, Adenosine, EDTA disodium salt, Vanilly Butyl Ether (Corum9235), Fragrance.

გამოყენების წესი

  1. ნიკაპის და ღაბაბის მიდამოზე დაიდეთ ნიღაბი;
  2. მიიდეთ სახვევის შუა ნაწილი (არ მოყვება შეფუთვას),მოკიდეთ კუთხეებზე,აქაჩეთ ზემოთ და თავზე დაიმაგრეთ. გაიჩერეთ 1 საათი;
  3. მოიხსენით ორივე ნიღაბი,დარჩენილი ესენცია თითებით შეიზილეთ.

რეკომენდაცია!
არ გაწელოთ ნეოპრენის სახვევი,არ დაიდოთ ნიღაბი საღამოს პერიოდში და არ გაიჩეროთ 1 საათზე მეტ ხანს.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „RUBELLI სახის კონტურის დასაჭიმი ნიღბები BEAUTY FACE“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ პროდუქტთან ერთად ყიდულობენ

Products not found

თქვენ ბოლოს ათვალიერებდით

Products not found