აღწერა
ჰიდროგელის ნიღაბი ოქროთი და ლოკოკინის მუცინით გაჟღენთილია მაღალკონცენტრირებული ესენციებით.
ოქრო აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და ასტიმულირებს უჯრედების დაყოფას. აქვს ბაქტერიციდული,გამაახალგაზრდავებელი, დამატენიანებელი და რეგენერაციული ეფექტი.
ბაიკალის მუზარადის ფესვის ექსტრაქტი – აქვს ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება, აძლიერებს სხვა აქტიური კომპონენტების ღრმა შრეებში შეღწევის დონეს.
მწვანე ჩაის ექსტრაქტი -კვებავს კანს ვიტამინებით, მაკრო და მიკროელემენტებით, ამინომჟავებით. ხსნის გაღიზიანებას და ანთებას, ზრდის ტურგორს, ამცირებს ნაოჭების რაოდენობას და სიღრმეს,ანახლებს სახის ფერს.
Houttuynia-ს ექსტრაქტი- გამოიყენება კანის ანთების და მთელი რიგი დერმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას და აჯანსაღებს მას.
ავშანის ექსტრაქტი – აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აქრობს ქავილის შეგრძნებას, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალიზებას.
იუძუს (იაპონური ლიმონი) ექსტრაქტი – აქვს ანტისეპტიკური, ანტიოქსიდანტური მოქმედება, ასტიმულირებს ლიმფის გადინებას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას.
პროდუქტი უხდება ყველა ტიპის, მათ შორის ასაკოვან კანს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.