აღწერა
ჰიდროგელის ნიღაბი შავი მარგალიტითა და ოქროთი BLACK PEARL&GOLD შესანიშნავად ატენიანებს კანს და აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი: ამკვრივებს სახის ოვალს, ამცირებს ნაოჭების რაოდენობას და სიღრმეს, ათანაბრებს სახის ფერს და ნაზად ათეთრებს პიგმენტურ ლაქებს.
უფრო გამოკვეთილი გამაახალგაზრდავებელი ეფექტისთვის გამოიყენება კურსის სახით.
ნიღაბი დამზადებულია ჰიდროგელისგან – სპეციალური ჟელეს მსგავსი ნივთიერება, რომელიც გაჟღენთილია გამაახალგაზრდავებელი ესენციით. სხვა ნიღბების მასალისგან განსხვავებით, ჰიდროგელი:
- იცავს ესენციას აორთქლებისგან – ნივთიერებები უშუალოდ აღწევენ კანში;
- მჭიდროდ ეკვრება კანს;
- გაშრობასთან ერთად თხელდება.
პროდუქტში შემავალი ძირითადი აქტიური ინგრედიენტებია:
შავი მარგალიტის ექსტრაქტი-კანის დაღლილობისა და თვალების ქვეშ არსებული მუქი წრეების საწინააღმდეგო ძლიერი საშუალება. ამ კომპონენტის დამსახურებით, პატჩები ხელს უწყობენ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და კანს ანიჭებენ ლამაზ, ბუნებრივ ელფერს.
24 კარატიანი ოქრო – უზრუნველყოფს დაბერების საწინააღმდეგო აქტიურ მოვლას – ასწორებს მიმიკურ ნაოჭებს და ნაკეცებს, ატენიანებს კანს, აღადგენს მის ტონუსს.
ბეტა–გლუკანი – ზრდის ბარიერის ფუნქციებს და კანის ადგილობრივ იმუნიტეტს.
მარგალიტის წყალი – კვებავს კანს მნიშვნელოვანი მინერალებით და კარგად ატენიანებს.
ფუკოიდანი – აახალგაზრდავებს კანს, აღადგენს, ატენიანებს, ათეთრებს, ქმნის ანთების საწინააღმდეგო დამცავ ბარიერს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.