აღწერა
პეპტიდური პილინგი არის ქიმიური ექსფოლიანტი სახის, თვალის გარშემო ჰიპერმგრძნობიარე კანისთვის, როზაცეას ან სხვა სისხლძარღვთა ცვლილებების არსებობისას. პილინგი კეთდება მაშინ,
როდესაც სხვა სახის ქიმიური და მექანიკური პილინგი უკუნაჩვენებია.
ასტიმულირებს უჯრედების განახლების პროცესებს, რის გამოც კანის სტრუქტურა მნიშვნელოვნად უმჯობესდება, ასევე აქტიურდება გაცვლითი პროცესები და რეგენერაცია დამუშავების ზონაში.
უზრუნველყოფს ლიფტინგის ეფექტს, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია თვალების გარშემო ნაზ კანზე ნაოჭების და დაბერების სხვა ნიშნების დროს.
ჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობიარე კანი, მათ შორის თვალების ზონა.
- დაღლილი კანი.
- ნაოჭები.
- კუპეროზი, აკნე.
- მელაზმა, ლენტიგო.
აქტიური კომპონენტები:
- არგინინი – ამინომჟავა, რომელსაც აქვს დამატენიანებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, შეუძლია კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება, არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს. არგინინის მოქმედება ზედაპირული პილინგის დროს არის ნივთიერების მოლეკულების ნელი გავლა კანის ზედა ფენებში, რაც გამორიცხავს გაღიზიანებას.
- ალანტოინი – აჩქარებს ქსოვილების აღდგენას. ასევე აჩქარებს მკვდარი უჯრედების მოცილებას, შედეგად, ეფექტურად აფერხებს ფორების დახშობას და კომედონების (შავი წერტილების) წარმოქმნას.
შედეგი
• არ აღიზიანებს კანს და არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
• ასტიმულირებს კანის უჯრედებს თვითარდგენასა და განახლებას.
• ამცირებს კუპეროზის დროს გამოკვეთილ სისხლძარღვებს.
• უზრუნველყოფს აკნეს პროფილაქტიკას.
• ათანაბრებს კანის ტონს და აღიავებს პიგმენტაციას.
• აქვს ლიფტინგის ეფექტი.
• აქრობს ნაოჭებს პირის გარშემო და ცხვირ-ტუჩის ნაკეცებში, ასევე წარბებს შორის ვერტიკალურ ნაოჭებს.
შემადგენლობა
არგინინი 20%, რძემჟავა 5%, შარდოვანა, ალანტოინი, ალოე ვერას ექსტრაქტი.
გამოყენების წესი
• კარგად გაიწმინდეთ კანი გამწმენდი გელის დახმარებით Perfect Gel AHA მჟავებით 5%.
• კანი ხელსახოცით გაიმშრალეთ.
• თვალებისა და ტუჩების ზონა წყლით დასველებული ბამბის დისკით დაიფარეთ , რათა თავიდან აიცილოთ პილინგის გელის ლორწოვან გარსზე მოხვედრა.
• სწრაფი და ზუსტი მოძრაობებით დაიტანეთ მჟავა კანზე სინთეტიკური ფუნჯის გამოყენებით.
• დამუშავება უნდა მოხდეს შემდეგი თანმიმდევრობით: შუბლი, საფეთქელი, ნიკაპი, კისერი, სახის ცენტრალური ნაწილი, საჭიროების შემთხვევაში ქუთუთოები (წამწამების საზღვრამდე).
• ყურადღებით აკონტროლეთ დრო (5-8 წუთი) და კანის რეაქცია.
• აღმდგენი ნიღაბი Repair Mask ფუნჯით წაისვით. გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში, დარჩენილი ნიღაბი ქაღალდის ხელსახოცით გაიმშრალეთ. არ საჭიროებს დაბანას.
• აღმდგენი ნიღაბი Repair Mask ასევე მოქმედებს როგორც დამცავი კრემი.
ნეიტრალიზაცია ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
• პილინგ-გელის ძირითადი ნაწილი მოიშორეთ სველი ქარალდის ხელსახოცით
• კანზე შეისხურეთ ხსნარი ნეიტრალიზატორი Neutralizing Solution.
• კარგად ჩამოიბანეთ ყველა პრეპარატი გრილი წყლით.
• ნეიტრალიზაციისთვის გამოიყენეთ მხოლოდ NewPeel ხაზის Neutraliznig Solution ხსნარი.
კურსი:
• ოპტიმალური კურსია 4-6 პროცედურა.
• სიხშირე 1-ჯერ 7-10 დღეში (მგრძნობიარე კანის შემთხვევაში 14 დღემდე).
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.