აღწერა
პილინგი – მომენტალური ბზინვარება! იდეალურია კანის მოსამზადებლად ნებისმიერი კოსმეტიკური მანიპულაციისთვის წლის ნებისმიერ დროს. ხდის კანს ბზინვარეს, აუმჯობესებს მის ტონს, ათანაბრებს ტექსტურას, აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი.
ჩვენებები:
- ყველა ტიპის კანი დაღლილობის ნიშნებით.
- კანის ქრონო და ფოტოდაბერება.
- ჰიპერკერატოზი.
- აკნე, ცხიმოვანი ჯირკვლების გადაჭარბებული აქტივობა.
- პილინგისა და აპარატურული პროცედურების კურსისთვის მომზადება.
აქტიური კომპონენტები:
- აზელაინის მჟავა ხელს უშლის ფორების დახშობას და აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს. ხელს უშლის პიგმენტური ლაქების გაჩენას და ამცირებს არსებულს, მნიშვნელოვნად ამცირებს აკნეს ნაწიბურებს. აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები.
- სალიცილის მჟავა – აქვს ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული ეფექტი. ეფექტურად ხსნის კომედონებს, არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას და ასუფთავებს კანის ზედაპირს, ავიწროებს ფორებს.
- შარდოვანა – შესანიშნავი ექსფოლიანტია. არის აქტიური ნივთიერებების შესანიშნავი გამტარი კანის ღრმა ფენებში, ასევე შეიცავს კანის ბუნებრივ დამატენიანებელ ფაქტორს, მას შეუძლია იმოქმედოს კანის ამინომჟავებსა და პოლიპეპტიდებზე.
- ალანტოინი – არბილებს რქოვანა შრეს და აჩქარებს ქსოვილების აღდგენას. ასევე აჩქარებს მკვდარი უჯრედების მოცილებას, შედეგად, ეფექტურად აფერხებს ფორების დახშობას და კომედონების წარმოქმნას.
შედეგი
• მბზინავი კანი და თანაბარი სახის ფერი.
• პიგმენტური ლაქების შემცირება.
• გლუვი და რბილი კანის მიკრო რელიეფი.
• სუფთა ფორები.
• ნაოჭების რაოდენობის შემცირება.
• ცხიმიანი ბზინვის ნაკლებობა.
• ანთებითი პროცესების შემსუბუქება.
• ანტიოქსიდანტური დაცვის მაღალი ხარისხი.
შემადგენლობა
აზელაინის მჟავა 20%, სალიცილის მჟავა 5%, შარდოვანა 0.1%, ალანტოინი.
გამოყენების წესი
• კარგად გაიწმინდეთ კანი გამწმენდი გელის დახმარებით Perfect Gel AHA მჟავებით 5%.
• კანი ხელსახოცით გაიმშრალეთ.
• თვალებისა და ტუჩების ზონა წყლით დასველებული ბამბის დისკით დაიფარეთ , რათა თავიდან აიცილოთ პილინგის გელის ლორწოვან გარსზე მოხვედრა.
• სწრაფი და ზუსტი მოძრაობებით დაიტანეთ მჟავა კანზე სინთეტიკური ფუნჯის გამოყენებით.
• დამუშავება უნდა მოხდეს შემდეგი თანმიმდევრობით: შუბლი, საფეთქელი, ნიკაპი, კისერი, სახის ცენტრალური ნაწილი, საჭიროების შემთხვევაში ქუთუთოები (წამწამების საზღვრამდე).
• ყურადღებით აკონტროლეთ დრო (5-8 წუთი) და კანის რეაქცია.
• აღმდგენი ნიღაბი Repair Mask ფუნჯით წაისვით. გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში, დარჩენილი ნიღაბი ქაღალდის ხელსახოცით გაიმშრალეთ. არ საჭიროებს დაბანას.
• აღმდგენი ნიღაბი Repair Mask ასევე მოქმედებს როგორც დამცავი კრემი.
ნეიტრალიზაცია ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
• პილინგ-გელის ძირითადი ნაწილი მოიშორეთ სველი ქაღალდის ხელსახოცით
• კანზე შეისხურეთ ხსნარი ნეიტრალიზატორი Neutralizing Solution.
• კარგად ჩამოიბანეთ ყველა პრეპარატი გრილი წყლით.
• ნეიტრალიზაციისთვის გამოიყენეთ მხოლოდ NewPeel ხაზის Neutraliznig Solution ხსნარი.
კურსი:
• ოპტიმალური კურსია 4-6 პროცედურა.
• სიხშირე 1-ჯერ 7-10 დღეში (მგრძნობიარე კანის შემთხვევაში 14 დღემდე).
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.