New Peel მათეთრებელი პილინგი White peel

კატეგორია: ბრენდი:

100.00 

მოცულობა:

20 მლ

აღწერა

მათეთრებელი პილინგი თანაბრად და ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა სახის პიგმენტაციაზე. ათეთრებს პიგმენტურ ლაქებს და აუმჯობესებს სახის ფერს. აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური და გამაახალგაზრდავებელი თვისებები.
ჩვენებები:

  • სხვადასხვა სახის პიგმენტაცია
  • ფოტო დაბერება
  • პოსტ-აკნე
  • სახის არათანაბარი ფერი.

აქტიური კომპონენტები:

  • Hexylresorcinol – კომპონენტი უნიკალური გამაღიავებელი და დაბერების საწინააღმდეგო თვისებებით. დერმისა და ეპიდერმისის უჯრედებზე აქვს მასტიმულირებელი მოქმედება.
  • კოჯიკის მჟავა – კომპონენტი ებრძვის ჰიპერპიგმენტაციას, ჭორფლს, ქლოაზმის და ლენტიგოს ლაქებს.
  • Ascorbyl Glucoside – ბუნებრივი С ვიტამინი, სტაბილიზირებული გლუკოზით. ეს კომბინაცია საშუალებას იძლევა C ვიტამინის თანდათანობით გამოყოფას, აღიავებს კანის მთლიან ტონს და ამცირებს პიგმენტაციას.

დამატებითი ინფორმაცია

გამოყენების მიზანი

,

შედეგი

• აღიავებს სხვადასხვა ეტიოლოგიის პიგმენტაციას, მათ შორის ფოტო, პოსტ-ანთებითი, ჰორმონალური და ასაკობრივი.
• არეგულირებს მელანოგენეზის პროცესს, რითაც ხელს უშლის პიგმენტური ლაქების ხელახლა გაჩენას.
• შესამჩნევად აუმჯობესებს სახის კანის საერთო ტონს.
• იცავს კანის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების აგრესიული ზემოქმედებისგან.

შემადგენლობა

Kojic acid 11%, glycolic acid 2%, hexylresorcinol 5%, ascorbyl glucoside 34%, lactic acid 2%, salicylic acid 2%.

გამოყენების წესი

• კარგად გაიწმინდეთ კანი გამწმენდი გელის დახმარებით Perfect Gel AHA მჟავებით 5%.
• კანი ხელსახოცით გაიმშრალეთ.
• თვალებისა და ტუჩების ზონა წყლით დასველებული ბამბის დისკით დაიფარეთ , რათა თავიდან აიცილოთ პილინგის გელის ლორწოვან გარსზე მოხვედრა.
• სწრაფი და ზუსტი მოძრაობებით დაიტანეთ მჟავა კანზე სინთეტიკური ფუნჯის გამოყენებით.
• დამუშავება უნდა მოხდეს შემდეგი თანმიმდევრობით: შუბლი, საფეთქელი, ნიკაპი, კისერი, სახის ცენტრალური ნაწილი, საჭიროების შემთხვევაში ქუთუთოები (წამწამების საზღვრამდე).
• ყურადღებით აკონტროლეთ დრო (5-8 წუთი) და კანის რეაქცია.
• აღმდგენი ნიღაბი Repair Mask ფუნჯით წაისვით. გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში, დარჩენილი ნიღაბი ქაღალდის ხელსახოცით გაიმშრალეთ. არ საჭიროებს დაბანას.
• აღმდგენი ნიღაბი Repair Mask ასევე მოქმედებს როგორც დამცავი კრემი.
ნეიტრალიზაცია ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
• პილინგ-გელის ძირითადი ნაწილი მოიშორეთ სველი ქარალდის ხელსახოცით
• კანზე შეისხურეთ ხსნარი ნეიტრალიზატორი Neutralizing Solution.
• კარგად ჩამოიბანეთ ყველა პრეპარატი გრილი წყლით.
• ნეიტრალიზაციისთვის გამოიყენეთ მხოლოდ NewPeel ხაზის Neutraliznig Solution ხსნარი.
კურსი:
• ოპტიმალური კურსია 4-6 პროცედურა.
• სიხშირე 1-ჯერ 7-10 დღეში (მგრძნობიარე კანის შემთხვევაში 14 დღემდე).

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „New Peel მათეთრებელი პილინგი White peel“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ პროდუქტთან ერთად ყიდულობენ

Products not found

თქვენ ბოლოს ათვალიერებდით

Products not found