New Peel კანის აღმდგენი ნიღაბი პილინგის შემდეგ Repair mask

კატეგორია: ბრენდი:

150.00 

მოცულობა:

200 მლ

აღწერა

ესპანური კოსმეტიკური კომპანიის New Peel-ის კანის აღმდგენი ნიღაბი ქიმიური პილინგის პროცედურის შემდეგ გამოიყენება. ეფექტურად ხსნის სიწითლეს და გაღიზიანებას. ანახლებს, არბილებს და ატენიანებს. ნიღბის კანზე წასმისას  სასიამოვნო სიგრილის შეგრძნება გექნებათ. აღმდგენი ნიღაბი ასევე მოქმედებს როგორც დამცავი კრემი.
აქტიური  კომპონენტები:

  • ნიღაბში შემავალი ალოეს ფოთლების წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს: A, B, C ვიტამინებს და ფოლიუმის მჟავას; კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, თუთია, სპილენძი, ამინომჟავები, ფერმენტები. აქვს ბაქტერიციდული და აღმდგენი თვისებები. ატენიანებს კანს, ხსნის გაღიზიანებას და ანთებას, აუმჯობესებს ტონუსს და ებრძვის ნაოჭებს.
  • ზეითუნის ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, შეიცავს ფლავონოიდებს, კაროტინს, ტოკოფეროლებს, ფოსფოლიპიდებს და ქლოროფილს, ასევე ვიტამინების კომპლექსს (A, C, D, E, F, K, და B ჯგუფის  ვიტამინები). იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან, ატენიანებს, ხდის მას უფრო ელასტიურს, კვებავს კანს და ახდენს ჟანგბადის ცვლის ნორმალიზებას.
  • კალენდულას ექსტრაქტს აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, დამამშვიდებელი და გამაახალგაზრდავებელი თვისებები. კალენდულა ამკვრივებს, არბილებს და ზრდის კაპილარების სიძლიერეს.

დამატებითი ინფორმაცია

გამოყენების მიზანი

,

შედეგი

• აადვილებს პილინგის შემდგომი პერიოდის გადატანას.
• უზრუნველყოფს სიგრილის შეგრძნებას.
• ხსნის სიწითლეს და გაღიზიანებას.
• აღადგენს წყლის ბალანსს AHA მჟავების მოქმედების შემდეგ.
• არბილებს და ასწორებს კანს.

შემადგენლობა

წყალი, ალოეს ფოთლების წვენი, გლიცერინი, ზეითუნის ზეთი, კალენდულას ექსტრაქტი, propylene glycol, dimethicone, phenoxyethanol, methyl lactate, ethylhexylglycerin, sodium benzoate, C 12-15 alkyl benzoate, tribechenin peg-20, carbomer, sodium edta, triethanolamine, chamomile flower extract (Chamomilla recutita), bha-acids, potassium sorbate, sodium benzoate.

გამოყენების წესი

ნიღბის საჭირო რაოდენობა წაისვით კანზე და ფუნჯის დახმარებით სახის ზედაპირზე გადაინაწილეთ. გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. არ ჭირდება ჩამობანა.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „New Peel კანის აღმდგენი ნიღაბი პილინგის შემდეგ Repair mask“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ პროდუქტთან ერთად ყიდულობენ

Products not found

თქვენ ბოლოს ათვალიერებდით

Products not found