აღწერა
ინოვაციური პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს ინტიმური ადგილების კანის ინტენსიურ გაახალგაზრდავებას და გაღიავებას (განსაკუთრებით ჰორმონზე დამოკიდებულ ადგილებში!), თმის ზრდის შეჩერება, ქსოვილების ელასტიურობისა და ტონუსის გაზრდას, აღდგენა. Intimate Peel-ის მთავარი უპირატესობა არის მისი სათანადოდ შერჩეული დაბალანსებული შემადგენლობა, რომელიც აგვარებს პრობლემას, მაგრამ ამავე დროს არ აზიანებს ინტიმური ზონის რბილ ქსოვილებს. არ არღვევს ეპიდერმულ ფენას, გამოიყენება ნებისმიერ სეზონზე, არ აზიანებს კანს, განკუთვნილია ქალებისა და მამაკაცებისათვის.
ჩვენებები:
• მომენტალური ლიფტინგის ეფექტი და ქსოვილების ტონუსის გაზრდა;
• კანის ტონის გაღიავება და გათანაბრება;
• სხვადასხვა სახეობის პიგმენტაციის მოშორება;
• ფიზიოლოგიური პროცესების აღდგენა და ნეოკოლაგენის წარმოების დაწყება;
• ინტიმური ადგილების ქსოვილების ტონუსის და ელასტიურობის გაზრდა;
• ნაწიბურების კორექცია დეპილაციის შემდეგ.
გამოყენების ადგილები:
• ინტიმური ორგანოს ბაგეები
• პერიანალური არეალი
• ბარძაყების შიდა მხარე
შემადგენლობის აქტიური ინგრედიენტები
• კოჯიკის მჟავა. მოქმედებს მელანინის ბიოსინთეზე, აქვს ანტიოქსიდანტური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
• რძემჟავა. ინტიმურ ადგილას ინარჩუნებს მჟავიანობას ფიზიოლოგიური მნიშვნელობით – 3.3-დან 5.2-მდე, რაც ჯანსაღი მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნების გასაღებია.
• ნუშის მჟავა. აქვს დელიკატური მოქმედება და ეფექტური თვისებები პიგმენტაციის საწინააღმდეგოდ, ასევე აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და გამაღიავებელი მოქმედება.
• რუცინოლი (B- რეზორცინოლი). თრგუნავს ტიროზინაზას, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს.
• გლუტათიონი. ძლიერი ანტიოქსიდანტი, ბლოკავს მელანინის სინთეზს, ეუმელანინს გარდაქმნის ფეომელანინად.
• რეტინოლი. არეგულირებს მელანოგენეზს, უჯრედის განახლებას, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს.
• გენისტეინი. ფიტოესტროგენი, ანტიოქსიდანტი, ასტიმულირებს უჯრედულ გაახალგაზრდავებას.
• პაპაინი.პროტეოლიტური ფერმენტი, მსუბუქი ამქერცლავი საშუალება, ანელებს არასასურველი თმის ზრდას.
• ბისაბოლოლი. აქრობს ანთებას, ამშვიდებს მგრძნობიარე და გაღიზიანებულ კანს.
• ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტს აქვს ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდელირების მსგავსი მოქმედება.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.