MEDIHEAL სახის V ნაწილის ოვალის გამოსაკვეთი ქსოვილის ლიფტინგ-ნიღაბი V.T.R STRETCHING PATCH

კოდი: 554954 კატეგორიები: , , , ბრენდი:

14.00 

მოცულობა:

1 ც

20 საწყობშია

აღწერა

Mediheal V.T.R Streching Patch ნიღაბს გააჩნია ლიფტინგის ეფექტი, გვეეხმარება მოდუნებულ კანთან ბრძოლაში და ხელს უშლის ორმაგი ნიკაპის(ღაბაბის) გაჩენას.
ნიღაბში გამოყენებულია დაპატენტებული ტემპერატურის ტექნოლოგია (TCD), რომელიც ქმნის ერთგვარ ”დნობის” ეფექტს,გელი დნება სხეულის ტემპერატურის ზემოქმედებით და აღწევს კანის ღრმა შრეებში.
ნიღბის ეფექტი შესამჩნევია პირველივე გამოყენების შემდეგ: უმჯობესდება სახის ფერი, იზრდება კანის ელასტიურობა  და V ხაზი უფრო იკვეთება.იგი აძლიერებს ტურგორს და აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, ამკვრივებს სახის ოვალს, იბრძვის მოდუნებული და გათხელებული კანის წინააღმდეგ, ანელებს დაბერების პროცესს.
ჰიდროლიზებული კოლაგენი – აუმჯობესებს კანის ზოგად მდგომარეობას: არბილებს და ანათებს მას, ხდის მყარსა და ელასტიურს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს და ახალისებს სახის ფერს. აქვს ჭრილობის შემახორცებელი და დამამშვიდებელი მოქმედება, კანის ღრმა ფენებში ინარჩუნებს ტენიანობას.
ყავის ექსტრაქტი – ამ კომპონენტის განმასხვავებელი თვისება არის მისი შესანიშნავი სადრენაჟე ეფექტი.ბევრისთვის ნაცნობი კოფეინი კარგად ატონიზირებს კანს, რითაც ამკვრივებს მას და აქრობს შეშუპებას.
ადენოზინი არის კანის დაბერების საწინააღმდეგო ძლიერი აქტიური ნივთიერება.
იგი ღრმად აღწევს კანში და ანელებს კოლაგენზე ფერმენტების მოქმედებას, ზრდის ამ უკანასკნელის და ასევე ელასტინის სინთეზს. კანის ზედა ფენებში ადენოზინი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, აღადგენს მის ტონუსს და აძლევს დასვენებულ იერს.
დასავლეთის ვარდის ექსტრაქტი – აუმჯობესებს ელასტიურობას და სიმკვრივეს, შესაფერისია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, აქვს ანტიკუპეროზული მოქმედება, არბილებს, კვებავს კანს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აჩქარებს ნაწიბურების და სტრიების გაქრობის პროცესს, ათეთრებს, ამშვიდებს და ეფექტურია კანის სხვადასხვა დაავადებების დროს.
ალანტოინი – არბილებს, ინტენსიურად ატენიანებს კანს, ხელს უწყობს ფორების შევიწროებას და ახდენს ცხიმის წარმოების ნორმალიზებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
ტოკოფეროლის აცეტატი – იცავს კანს გარე ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებისგან, ხელს უშლის უჯერი ლიპიდების დაჟანგვას,ინტენსიურად კვებავს კანს ვიტამინებით. მას შეუძლია შეაღწიოს კანის ღრმა შრეებში, სადაც ჰიდროლიზდება E ვიტამინში.

დამატებითი ინფორმაცია

გამოყენების მიზანი

, , , , ,

შედეგი

  • ატენიანებს,
  • აქვს ორმაგი ლიფტინგის ეფექტი,
  • ეხმარება მოდუნებულ და გათხელებულ კანს გამოჯანმრთელებაში,
  • ანელებს დაბერების პროცესს,
  • მატებს კანს ელასტიურობას,
  • აუმჯობესებს სახის ფერს.

შემადგენლობა

Purified water, glycerin, butylene glycol, hydrolyzoid collagen, glycerin -26, western rose flower, betaine. Fiji-60 Hydrogenated Castor Oil Allantoin, Carbomer, Triethanol Amine, Tocopheryl Acetate, Pandenol, Dipotassium Glycilytate, Bis-Pigii-18 Methyl Etherel Dimethyl Silane. Adenosine, disodium imitate, carrageenan sodium hyaluronate, oxalic yeast extract, hydrolyzed pea protein. Hydrolyzed de elastin, acetyl hexapeptide-8 green tea extract. Coffee Extract, Persimmon Leaf Extract. Cacao extract. Wine extract. Hawthorn extract, ginseng extract, 1.2-hexane diol. Caprylic glycol, indian frankincense resin extract, lavender oil. Geranium oil.

გამოყენების წესი

  1. დაიბანეთ და წაისვით ტონიკი;
  2. გახსენით პაკეტი,ამოიღეთ ნიღაბი;
  3. გაასწორეთ და დაიდეთ სახის ქვედა ნაწილზე;
  4. ნიღბის ზედა კუთხეები ფრთხილად დაჭიმეთ და ყურებზე დაიმაგრეთ;
  5. 10-20 წუთის შემდეგ მოიხსენით და კანზე დარჩენილი სითხე თითებით შეიზილეთ.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „MEDIHEAL სახის V ნაწილის ოვალის გამოსაკვეთი ქსოვილის ლიფტინგ-ნიღაბი V.T.R STRETCHING PATCH“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ამ პროდუქტთან ერთად ყიდულობენ

Products not found

თქვენ ბოლოს ათვალიერებდით

Products not found