აღწერა
ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი ვაშლის ძმარით Masil 5 Probiotics Apple Vinergar Shampoo ეფექტურად აჯანსაღებს თავის კანს: აშორებს თავის კანის გამაგრებულ ზედა ფენას, ატენიანებს უჯრედებს და კვებავს სასარგებლო ნივთიერებებით. აძლიერებს დამცავ ბარიერს. შამპუნი ღრმად წმენდს კანს სიმშრალისა და აქერცლის გარეშე, არბილებს თმას და ხდის მას უფრო მორჩილს.
პროდუქტი ხელს უწყობს ოპტიმალური წყლის ლიპიდური ბალანსის აღდგენას, ამცირებს კანის ცხიმიანობას და არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას. ნაზად აშორებს ყველა სახის ჭუჭყს, აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, აძლიერებს დასუსტებულ თმას. აქრობს კანის დისკომფორტის შეგრძნებას და ქავილს, ხსნის გაღიზიანებას. შამპუნს აქვს გელისებრი ტექსტურა, ანახლებს კანს და მარტივად ჩამოიბანება.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:
ლაქტობაცილის ფერმენტები აძლიერებენ თმას, იცავენ გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან, ანიჭებებ სიგლუვეს და სიძლიერეს.
Polyquaternium-10 – არის პოლიმერი, რომელიც ამაგრებს თმის დამცავ გარსს. ხსნის დამუხტვას, ამარტივებს დავარცხნის პროცესს, მატებს მოცულობას.
ვაშლის ძმარი ღრმად ასუფთავებს თავის კანს, ებრძვის ქერტლს და ანახლებს მას. ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, აჩქარებს თმის ზრდას და ანიჭებს ბზინვარებას.
სალიცილის მჟავა აქტიურად ასუფთავებს თავის კანს, აშორებს ყველა სახის ჭუჭყს, აშორებს მკვდარ უჯრედებს.
მაგნოლიის ექსტრაქტს აქვს კანის დამამშვიდებელი და ანტისეპტიკური მოქმედება, ხსნის გაღიზიანებას და ქავილს.
კარტოფილის ექსტრაქტი აქრობს სიმშრალეს, არბილებს უხეშ თმას, ხდის მას უფრო გლუვს და ელასტიურს.
შესაფერისია ცხიმიანი თავის კანისთვის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.