MASIL თმის მოცულობის მოსამატებელი ექსპრეს-ნიღაბი 8 SECONDS SALON LIQUID HAIR MASK

კოდი: N/A კატეგორია: ბრენდი:

4.50 75.00 

მოცულობა:

8 მლ/8 მლ*20

აღწერა

თმის მოცულობის მოსამატებელი ექსპრეს-ნიღაბი Masil 8 Seconds Salon Liquid Hair Mask მოკლე დროში აღადგენს თმის სტრუქტურას და ჯანსაღ ბზინვარებას. მატებს მოცულობას,  ხვეულებს ხდის უფრო გლუვს და მორჩილს, ებრძვის ცხიმიანობას.
პროდუქტი ნაზად ზრუნავს თხელ, დასუსტებულ, უსიცოცხლო თმაზე, აქტიურად კვებავს და აღადგენს დაზიანებულ ადგილებს. ავსებს ტენიანობის ნაკლებობას,  ქმნის დამცავ ფენას, იცავს ხვეულებს ცხელი ჰაერის უარყოფითი ზემოქმედებისგან.
ნიღაბი აჯანსაღებს თავის კანს, ახდენს კანის ბუნებრივი pH ბალანსის ნორმალიზებას, ამცირებს ცხიმის შემცველობას,  აძლიერებს თმის ძირებს და ხელს უშლის თმის ცვენას.
პროდუქტს  თმის მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია სულ რაღაც 8 წამში.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:
სალიცილის მჟავა აქტიურად ასუფთავებს თავის კანს, აშორებს ყველა სახის ჭუჭყს, ქერცლავს მკვდარ უჯრედებს.
პანთენოლი ხელს უწყობს თმის ახალი ფოლიკულების წარმოქმნას, ხელს უშლის თმის ცვენას. უზრუნველყოფს კანის საფუძვლიან დატენიანებას, დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ტენიანობის ოპტიმალურ დონეს.
აბრეშუმის ცილები – თმას ანიჭებს  აბრეშუმისებრ სირბილეს, სიგლუვეს და ელასტიურობას, ხდის თმას მორჩილს, ამარტივებს დავარცხნის პროცესს, იცავს  ულტრაიისფერი სხივები მავნე ზემოქმედებისგან.
ჰიდროლიზებული კოლაგენი – თმის ხვეულებს უფრო რბილს და ელასტიურს ხდის,  აუმჯობესებს მათ სტრუქტურას, ხელს უშლის მტვრევადობას და თმის ცვენას, აღადგენს ბუნებრივ ბზინვარებას.
ლაქტობაცილის ფერმენტები ხელს უშლიან თმის ცვენას, ასტიმულირებენ ზრდას, აჩქარებენ უჯრედების გაყოფას და ეპიდერმისის განახლებას. ატენიანებენ თმას, ანიჭებენ სირბილეს, სიგლუვეს და ბზინვარებას.
ამინომჟავების კომპლექსი ეფექტურად აღადგენს თმას, აუმჯობესებს მის გარეგნობას, უბრუნებს სიგლუვეს და ბზინვარებას. ქმნის დამცავ გარსს, რომელიც ინარჩუნებს ტენიანობას და თმას ანიჭებს ელასტიურობას.
მცენარეული ექსტრაქტები ამშვიდებენ გაღიზიანებულ კანს, ხსნიან ანთებას, აქრობენ უსიამოვნო შეგრძნებას და ქავილს.
შესაფერისია დასუსტებული თმისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

გამოყენების მიზანი

Size

8 მლ, 8 მლ*20

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „MASIL თმის მოცულობის მოსამატებელი ექსპრეს-ნიღაბი 8 SECONDS SALON LIQUID HAIR MASK“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ პროდუქტთან ერთად ყიდულობენ

Products not found

თქვენ ბოლოს ათვალიერებდით

Products not found