აღწერა
კოლაგენის ამპულის ნიღაბი ეხმარება კანს ბუნებრივი და უსაფრთხო გზით გაუმკლავდეს დაბერების პირველ ნიშნებს, იგი ანაზღაურებს საკუთარი კოლაგენის დაკარგვას და უჯრედულ დონეზე ხელს უწყობს მის სინთეზს. აღნიშნული პროცესების გააქტიურებით პროდუქტი ახდენს კანის რეგენერაციას და განახლებას, შედეგად იგი კვლავ გლუვი და ელასტიური ხდება, ნაოჭები სწორდება და სახის ოვალი იჭიმება.
კოლაგენი ასევე პასუხისმგებელია კანის სიმკვრივესა და ელასტიურობაზე, იცავს მას მექანიკური დაზიანებისგან, ხელს უწყობს ეპიდერმისის სიცოცხლისუნარიანი ფენის აქტიურობას,რაც თავის მხრივ კანის ე.წ. ჩარჩოს წარმოადგენს.
კოლაგენის წარმოების შემცირების გამო, უჯრედშორის ნივთიერებაში მცირდება ტენიანობის რაოდენობა, თავად კოლაგენის ბოჭკოები ღებულობს დეფორმაციას, ეს ყველაფერი კი იწვევს კანის ელასტიურობის დაკარგვას, სიმშრალეს, ნაოჭების წარმოქმნას.
პროდუქტში შემევალი ადენოზინი ეფექტურად ასწორებს კანის რელიეფს და ებრძვის ნაოჭების წარმოქმნას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.