აღწერა
ალგინატის ნიღაბი კოლაგენით შეიცავს ყავისფერი და წითელი წყალმცენარეებისგან მიღებულ ალგინის მჟავას. იგი ინტენსიურად კვებავს და ატენიანებს კანს, აქვს ლიფტინგის ეფექტი. კოლაგენი კი ასწორებს კანს და მასაც აქვს დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება. კოლაგენის სახის ნიღაბი უნდა გამოიყენოთ 25 წლის შემდეგ,ხოლო თუ მშრალი კანი გაქვთ უფრო ადრეც,რადგან ნიღაბი კანს აჯერებს ცილის კომპლექსით და ასტიმულირებს საკუთარი კოლაგენის გამომუშავებას.
ნივთიერებების მდიდარი მკვებავი კომპლექსის წყალობით ნიღაბი აუმჯობესებს გაცვლით პროცესებს,გამოაქვს ტოქსინები, ამშვიდებს გაწითლებულ და გაღიზიანებულ კანს.
წყალთან ერთად ნატრიუმის ალგინატი ქმნის გელს, რომელიც მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და მკვებავი ნივთიერებებით.
სახეზე წასმისას გელი ავსებს ყველა ნაოჭს და ნაკეცს, კანის ტონუსი იზრდება, შეშუპება ქრება, კანი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური, ნაოჭები სწორდება.
სახლის პირობებში ნიღბის გამოყენება ძალიან ადვილი და მოსახერხებელია, ამისთვის სპეციალური ჭურჭელი არ არის საჭირო. ალგინატის ნიღაბი მოთავსებულია პლასტმასის ჭიქაში, რომელშიც შეგიძლიათ მისი წყლით განზავება.კომპლექტში ასევე შედის მასის მორევისა და წასმისთვის განკუთვნილი სპეციალური შპატელი.
ერთი ჭიქა მთლიანად განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.