აღწერა
თვალების გარშემო ნაოჭების გაჩენის მიზეზი არის კოლაგენის და ელასტინის ნაკლებობა, რომლებიც კანში თავად გამომუშავდება. ასაკთან ერთად ქსოვილებში ნელდება მეტაბოლიზმი დაახალი უჯრედების ფორმირების პროცესი, ამიტომაც ჩვენ ვბერდებით. ნიღაბი თვალების გარშემო კანისთვის შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომლებსაც აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები და ხსნიან დაღლილობის ნიშნებს.
- ზღვის კოლაგენი ღრმად აღწევს ქსოვილებში, ატენიანებს ეპიდერმისს, ასწორებს ნაოჭებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ასტიმულირებს ელასტინის გამომუშავებას.
- ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტი აქრობს თვალების გარშემო ნაოჭებს, ათანაბრებს კანის ტონს, აქრობს შეშუპებას და სილურჯეებს. ზღვის მცენარეები ეფექტურად ებრძვის აკნეს და ანთებას.
- ფორთოხლის ექსტრაქტი ატონიზირებს კანს, ანახლებს დაღლილ ეპიდერმისს, სახეს ანიჭებს ჯანმრთელ ფერს, ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს და ამცირებს ნაოჭებს. C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, ფორთოხალი ებრძვის პიგმენტულ ლაქებს და აშორებს ჭორფლს.
- ვარდის ექსტრაქტი ატენიანებს მშრალ და აქერცლილ კანს, ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების რეგულირებას და ანეიტრალებს სახის ცხიმიან ბზინვარებას.
- ალოეს ექსტრაქტს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, ანეიტრალებს გარემო ფაქტორების ნეგატიურ გავლენას, შლის რადიონუკლიდებს. ალოე ცნობილია ჭრილობის სამკურნალო თვისებებით.
- კოლოიდურ ვერცხლს აქვს ანტიბაქტერიული, ანთების და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
LA MISO-ს ეს უნიკალური პატჩები თვალის კანს მრავალი წლის განმავლობაში შეუნარჩუნებს ახალგაზრდობას და სილამაზეს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.