აღწერა
ალგინატის მწვანე ჩაის ნიღაბს აქვს დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური ეფექტი, რეკომენდებულია მგრძნობიარე, პრობლემური და მშრალი კანისთვის.
სახის კანს უნარჩუნებს ტონს,ახალგაზრდულობას და სისუფთავეს, აძლიერებს და ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას. მწვანე ჩაის პოლიფენოლებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება, აუმჯობესებენ სისხლის მიკროცირკულაციას და კანის კვებას, ამცირებენ შეშუპებას. მწვანე ჩაის ასევე აქვს რეგენერაციული და დამატენიანებელი თვისებები, აქვს უნარი შეაღწიოს კანის ღრმა ფენებში და მოახდინოს კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება.
მწვანე ჩაი განსაკუთრებით სასარგებლოა ასაკოვანი კანისთვის.
მწვანე ჩაის უნიკალური შემადგენლობა მას ერთ–ერთ ყველაზე მრავალფეროვან კოსმეტიკურ ინგრედიენტად აქცევს,მასზე დაფუძნებული კოსმეტიკა შესანიშნავია ყველა ასაკისა და ტიპის კანის მოვლისთვის, რადგან მწვანე ჩაის ექსტრაქტი:
- ამშვიდებს და კურნავს დაზიანებულ კანს;
- აუმჯობესებს სახის ფერს;
- აქრობს კანის სიწითლეს და ზედმეტ ცხიმიანობას;
- ებრძვის აკნეს;
- ასუფთავებს და ამკვრივებს კანის ფორებს;
- ხელს უწყობს კანში მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას;
- არბილებს და ასწორებს კანს;
- იბრძვის კანის ნაადრევი დაბერების და კანის ფორმის დაკარგვის წინააღმდეგ;
- ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას;
- იცავს კანს გარემოს უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედებისგან.
ალგინატის ნიღაბი არ შეიცავს ტალკს და პარაბენს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.