აღწერა
ალგინატის კოლაგენის სახის ნიღაბი შეიცავს ყავისფერი და წითელი წყალმცენარეებისგან მიღებულ ალგინის მჟავას.
სახის ნიღაბი ინტენსიურად კვებავს და ატენიანებს კანს, ახდენს ლიფტინგის ეფექტს. კოლაგენს აქვს დაბერების საწინააღმდეგო და დამარბილებელი თვისებები. La Miso-ს სახის ნიღაბი კოლაგენით უნდა გამოიყენოს ყველა ქალმა ოცდახუთი წლის ასაკის შემდეგ (მშრალი კანის შემთხვევაში უფრო ადრეულ ასაკშიც), რადგან იგი აჯერებს კანს ცილის კომპლექსით და ასტიმულირებს საკუთარი კოლაგენის გამომუშავებას.
მდიდარი საკვები ნივთიერებების კომპლექსის წყალობით, ნიღაბი აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, შლის ტოქსინებს,ამშვიდებს გაწითლებულ და გაღიზიანებულ კანს.
ალგინატის ნიღბების ძირითადი კომპონენტია ნატრიუმის ალგინატი, რომელიც მოპოვებულია ყავისფერი და წითელი წყალმცენარეებისგან. წყალთან ერთად, ნატრიუმის ალგინატი ქმნის გელს, რომელიც მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და საკვები ნივთიერებებით. სახეზე წასმისას, გელი ავსებს ყველა ნაოჭს და ნაკეცს, აუმჯობესებს კანის ტონს, აქრობს შეშუპებას, იგი ხდება გლუვი და ელასტიური.
შემადგენლობა
Diatomaceous Earth, Calcium Sulfate, Glucose, Algin, Tetrapotassium Pyrophosphate, Hydrolyzed Collagen, Potassium Alginate, Allantoin, Betaine, Adenosine, Portulaca Oleracea Extract, Centella Asiatica Extract, Scutellaria Baicalensis Root Extract, Bentonite, Cellulose Gum, CI 77491, Sodium Benzoate, Fragrance.
გამოყენების წესი
- დაბანილი სახე გაიწმინდეთ ტონერით;
- მოამზადეთ ნიღაბი: ოთახის ტემპერატურის წყალში აურიეთ ფხვნილი, ურიეთ შპატელით იქამდე, სანამ არ გახდება სქელი ერთგვაროვანი მასა;
- მიღებული ნაერთი სწრაფად მაგრდება, ამიტომ მომზადებისთანავე სქელ ფენად უნდა წაისვათ შემდეგი თანმიმდევრობით:ლოყები,ღაბაბი,შუბლი,ცხვირი. გაიჩერეთ 15-20 წუთი. გამაგრებული ნიღაბი ერთი ხელის მოძრაობით მოიშორეთ,ხოლო დარჩენილი ნაწილაკები კი მოიწმინდეთ ტონერით ან სველი ხელსახოცით;
- ბოლოს სახეზე დაიტანეთ მკვებავი კრემი.
ეფექტი შეინიშნება პირველივე გამოყენების შემდეგ,თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღებად რეკომენდებულია ნიღბის კურსობრივი გამოყენება 8-15 პროცედურა (დამოკიდებულია კანის ასაკსა და ზოგად მდგომარეობაზე) კვირაში 2-ჯერ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.