აღწერა
ულტრადამატენიანებელი ალგინატის ნიღაბი მომენტალურად ატენიანებს კანს, ჭიმავს და ანიჭებს მას ელასტიურობას.
ნიღაბი უზრუნველყოფს ლიფტინგის ეფექტს, აქრობს შეშუპებას, უჯრედებს აჯერებს აქტიური კომპონენტებით და ვიტამინებით, აქრობს სიმშრალეს და აქერცვლას. პეპტიდური კომპლექსის დახმარებით, ნიღაბს აქვს გამაახალგაზრდავებელი მოქმედება, ანელებს დაბერების პროცესს და ასწორებს მიმიკურ ნაოჭებს, ასევე ხელს უშლის მათ ნაადრევ წარმოქმნას. ნიღაბი ააქტიურებს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების სინთეზს, რის გამოც კანი უფრო ელასტიური ხდება, ტურგორი იზრდება.
პროდუქტი აღადგენს ჰიდროლიპიდურ ბარიერს და აძლიერებს კანის დამცავ ფუნქციებს. ის ასევე აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას, მომენტალურად აქრობს ანთებას და აწყნარებს გაღიზიანებულ კანს. აღადგენს ტონუსს, ანიჭებს კანს ჯანმრთელ დადასვენებულ იერს.
ნიღბის გამოყენება ძალიან მარტივი და კომფორტულია.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტებია:
ჰიალურონის მჟავის 5 ტიპი – ინტენსიურად და ღრმად კვებავენ ეპიდერმისის უჯრედებს ტენით, აღადგენენ კანის ჰიდროლიპიდურ ბარიერს. ისინი ხელს უშლიან გაუწყლოებას, ზრდიან კანის ელასტიურობას და ანელებენ დაბერების პროცესს. კანის უჯრედებსა და ქსოვილებში ხელს უწყობენ ნორმალური ტენიანობის დონის შენარჩუნებას.
პეპტიდების 4 ტიპი – აძლიერებენ კანის ტურგორს, ზრდიან მის სიმკვრივეს და ელასტიურობას,აჩქარებენ ეპიდერმისის უჯრედებში საკუთარი კოლაგენის გამომუშავებას, ანელებენ დაბერების პროცესს და ამცირებენ ნაოჭების სიღრმეს.
პანთენოლი-ასტიმულირებს კანის მთლიანობის აღდგენას, აქრობს სიწითლეს და გაღიზიანებას, აქვს ჭრილობის სამკურნალო თვისებები.
ალგინი-აღადგენს დაკარგული ლიპიდების რაოდენობას,ერთმანეთთან აერთებს მძიმე მეტალებსა და ტოქსინებს,აქრობს შეშუპებას.
უხდება ყველა ტიპის კანს.
კომპლექტში შედის ფხვნილი და აქტივატორი გელი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.