აღწერა
დამატენიანებელი ჰიდროგელის ნიღაბი მარგალიტის ექსტრაქტით ღრმად აჯერებს კანს ტენით, ხელს უშლის სიმშრალეს და აქერცვლას, ზრდის მის სიმკვრივეს და ელასტიურობას.
ნიღაბი ხელს უწყობს კანის მიკრორელიფის გასწორებას, აშორებს ნაოჭებს და ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალიზებას. მარგალიტის ექსტრაქტის დახმარებით ნიღაბი შესანიშნავად ათანაბრებს კანის ტონს, აქრობს გამონაყარს და პიგმენტურ ლაქებს.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტებია:
ზღვის წყალი – უზრუნველყოფს კანის რეგენერაციას და აღდგენას, ასწორებს ნაოჭებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აჯანსაღებს ჟანგბადით დერმის უჯრედებს, აქრობს შეშუპებას და ათეთრებს პიგმენტაციას.
ჰიდროლიზებული კოლაგენი – აჯერებს კანს მიკროელემენტებით, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, ხელს უშლის გაუწყლოებას, აუმჯობესებს კანის ტონუსს, სიმკვრივეს და ელასტიურობას.
ზღვის მცენარეების ექსტრაქტების 5 ტიპი – აძლიერებენ კანის უჯრედების აღდგენისა და რეგენერაციის პროცესებს, ტოქსინების მოცილებას, ქსოვილების სისხლით მომარაგების გაუმჯობესებას. მათ აქვთ ანტიკუპეროზული მოქმედება,ასევე ხელს უწყობენ შეშუპების მოცილებას და პიგმენტაციის გაქრობას.
ჰიალურონის მჟავის 3 ტიპი – ხელს უწყობს უჯრედულ დონეზე კანის ტენით გაჯერებას, ათანაბრებს რელიეფს,სახის ფერს,არეგულირებს წყლის და ცხიმის ბალანსს.
უხდება ყველა ტიპის კანს.
რეკომენდებულია მგრძნობიარე, დეჰიდრატირებული, მოდუნებული კანისთვის, რომელიც მიდრეკილია პიგმენტაციის, როზაცეასა და კუპეროზისკენ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.