აღწერა
JMsolution Active Golden Caviar Sleeping Cream Prime ღამის მკვებავი ნიღაბი ოქროთი და ხიზილალით აქტიურად კვებავს კანს, აქრობს სიმშრალეს, აქერცვლას და ანელებს დაბერების პროცესს.
ნიღაბი ეფექტურად მატებს კანს სიმკვრივეს და ელასტიურობას, აძლიერებს ტურგორს და ხელს უწყობს კანს დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში. ინტენსიურად კვებავს, უმოკლეს დროში აქრობს სიმშრალეს და დაჭიმულობის შეგრძნებას.
აღადგენს კანის დამცავ ფუნქციებს და ამკვრივებს ეპიდერმისის ლიპიდურ ბარიერს, ანეიტრალებს გარე ფაქტორების უარყოფით ზემოქმედებას. აუმჯობესებს სახის ფერს და უბრუნებს მას ჯანმრთელ იერს.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტებია:
ხიზილალის ექსტრაქტი – ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას, რომლის რაოდენობაც ასაკის მატებასთან ერთად მცირდება, კანს უბრუნებს ელასტიურობას და სიმკვრივეს. უზრუნველყოფს მის აქტიურ კვებას და გაახალგაზრდავებას, ასწორებს ყველა ტიპის ნაოჭს, ამკვრივებს სახის ოვალს.
24 კარატიანი ოქრო ზრდის ტურგორს, აქვს ფოტო დაბერებისგან დამცავი თვისებები, იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, აღიავებს პიგმენტაციას, აძლიერებს აქტიური კომპონენტების კანის ღრმა შრეებში შეღწევას.
3 ტიპის ჰიალურონის მჟავა–ღრმად ატენიანებს და აღადგენს კანს. ეპიდერმისის უჯრედებში
ინარჩუნებს ტენიანობის დონეს და ნორმაში მოყავს წყლისა დაცხიმის ბალანსი. ხელს
უშლის კანის დეჰიდრატაციას,ეპიდერმისს უნარჩუნებს ახალგაზრდობას და ტონუსს.
კალენდულას ექსტრაქტი – აქვს ანტიბაქტერიული და ანტივირუსულ მოქმედება, აღადგენს უჯრედებს, აქრობს სიწითლეს, ქავილს, გაღიზიანებას, გამოიყენება კუპეროზის დროს, ახდენს ჰიდროლიპიდური ბალანსის ნორმალიზებას, აშორებს ცხიმოვან ბზინვარებას.
რეკომენდებულია მშრალი და ასაკოვანი კანისთვის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.