აღწერა
შრატი მედუზის ექსტრაქტით 3-1-ში ერთდროულად აერთიანებს სამი პროდუქტის მოქმედებას: ტონერის, ემულსიის და ესენციის,იგი უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობას, აუმჯობესებს ქსოვილების სიმკვრივეს და ელასტიურობას, არბილებს და ასწორებს კანს. კვებავს სასარგებლო ნივთიერებებით და ავსებს ტენიანობის ნაკლებობას, ეხმარება სიმშრალესთან ბრძოლაში, კანს ხდის გლუვს და რბილს. აქტიურად ებრძვის დაბერების პირველ ნიშნებს, ასწორებს ნაოჭებს და ინარჩუნებს ახალგაზრდობას. შრატი კანს აჯერებს სასარგებლო მინერალებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც აუცილებელია ეპიდერმისში მეტაბოლური პროცესების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
აქვს გელის მსგავსი ტექსტურა,არ ტოვებს ნარჩენებს და სწრაფად შეიწოვება კანში.
ძირითადი ინგრედიენტებია:
მედუზას ექსტრაქტი – ზრდის ქსოვილების სიმკვრივეს და ელასტიურობას, აძლიერებს ტენიანობის შენარჩუნების უნარს, ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. აჩქარებს რეგენერაციისა და მეტაბოლიზმის პროცესებს, ხელს უწყობს კანის დამცავი ფუნქციების აღდგენასა და გაძლიერებას.
ჰიდროლიზებული კოლაგენი – აუმჯობესებს კანის ზოგად მდგომარეობას: ასწორებს და ათანაბრებს, ხდის გლუვს და ელასტიურს, აქრობს წვრილ ნაოჭებს და ანახლებს მას. კურნავს და ამშვიდებს ჭრილობებს, კანის ღრმა ფენებში ინარჩუნებს ტენიანობას. აქვს რეგენერაციული მოქმედება.
3 ტიპის ჰიალურონის მჟავა – ღრმად ატენიანებს და აღადგენს კანს. ეპიდერმისის უჯრედებში ინარჩუნებს ტენიანობის დონეს,ნორმაში მოყავს წყლისა დაცხიმის ბალანსი. ხელს უშლის კანის დეჰიდრატაციას,ეპიდერმისს უნარჩუნებს ახალგაზრდობას და ტონუსს.
ავშანის ექსტრაქტი – ამშვიდებს და ხსნის გაღიზიანებას, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას; ამაღლებს ეპიდერმისის გამძლეობის დონეს დაბერების საწინაღმდეგო გარემო ფაქტორებთან საბრძოლველად. კლავს პათოგენებს, ხელს უწყობს ჭრილობის ადრეულ შეხორცებას, აქრობს შეშუპებას.
გლუკოზა – კანს უნარჩუნებს ტენიანობას და ანიჭებს სიგლუვეს. კარგად კვებავს მას და ზრდის ელასტიურობას.
კალენდულას ექსტრაქტი – არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ამშვიდებს ანთებულ კანს, კურნავს ჭრილობებს და ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.