აღწერა
3-1 შრატში მერცხლის ბუდის ექსტრაქტით ერთდროულად გაერთიანებულია სამი პროდუქტის მოქმედება: ტონერის, ემულსიის და ესენციის. შესანიშნავად აძლიერებს კანის იმუნიტეტს, ზრდის ელასტიურობას და ტონუსს, ატენიანებს და აახალგაზრდავებს მას. შრატი ინტენსიურად კვებავს კანს სასარგებლო ნივთიერებებით და ვიტამინებით, აუმჯობესებს კანის ზოგად მდგომარეობას და ანელებს დაბერების პროცესს. ზრდის კანის სიმკვრივეს და ელასტიურობას, აძლიერებს ტურგორს და ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას. შრატი ღრმად აღწევს ეპიდერმისში, აქრობს სიმშრალეს და კანის უჯრედებში ინარჩუნებს დატენიანების ოპტიმალურ დონეს.
ძირითადი ინგრედიენტებია:
მერცხლის ბუდის ექსტრაქტი-კომპლექსურად კურნავს კანს და აუმჯობესებს გარეგნულ იერს. ათანაბრებს მიკრორელიეფს, ამცირებს ნაოჭების სიღრმეს და ხელს უშლის ახლის წარმოქმნას. აქვს ნაზი ლიფტინგის ეფექტი.კვებავს, არბილებს და ანახლებს კანს. აუმჯობესებს სახის ფერს.
ჰიდროლიზებული კოლაგენი-აუმჯობესებს კანის ზოგად მდგომარეობას: ასწორებს და ათანაბრებს მას, ხდის გლუვს და ელასტიურს, აქრობს წვრილ ნაოჭებს და ანახლებს. კურნავს და ამშვიდებს ჭრილობებს, კანის ღრმა ფენებში ინარჩუნებს ტენიანობას. აქვს რეგენერაციული მოქმედება.
3 ტიპის ჰიალურონის მჟავა–ღრმად ატენიანებს და აღადგენს კანს. ეპიდერმისის უჯრედებში ინარჩუნებს ტენიანობის დონეს და ნორმაში მოყავს წყლისა დაცხიმის ბალანსი. ხელს უშლის კანის დეჰიდრატაციას,ეპიდერმისს უნარჩუნებს ახალგაზრდობას და ტონუსს.
ავშანის ექსტრაქტი – ამშვიდებს და ხსნის გაღიზიანებას, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას; ამაღლებს ეპიდერმისის გამძლეობის დონეს დაბერების საწინაღმდეგო გარემო ფაქტორებთან საბრძოლველად. კლავს პათოგენებს, ხელს უწყობს ჭრილობის ადრეულ შეხორცებას, აქრობს შეშუპებას.
გლუკოზა – კანს უნარჩუნებს ტენიანობას და ანიჭებს სიგლუვეს. კარგად კვებავს მას და ზრდის ელასტიურობას.
კალენდულას ექსტრაქტი – არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ამშვიდებს ანთებულ კანს, კურნავს ჭრილობებს და ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.