JAPAN GALS Pure5 Essence ნიღაბი ჰიალურონის მჟავით 30 ც

65.00 

მოცულობა:

30 ც

16 საწყობშია

აღწერა

ჰიალურონის მჟავა გვხვდება ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმში და 1 მლ შეუძლია 6 ლიტრი წყლის შეკავება. ჰიალურონის მჟავა კარგად ნაწილდება კანის მთელ ზედაპირზე, ქმნის თხელ გარსს და აქტიურად შთანთქავს ტენიან ჰაერს,რაც რქოვანა შრეში ზრდის თავისუფალი წყლის შემცველობას და ქმნის დამატებითი ტენიანობის ეფექტს, ეს ყველაფერი ხელს უწყობს კანის ზედაპირიდან წყლის აორთქლების შემცირებას.
ჰიალურონის მჟავას წყალობით კანი ინარჩუნებს ტენიანობას, აღადგენს ელასტიურობას.
ნიღაბი ასევე შეიცავს სოიოს ექსტრაქტს, ფერმენტირებულ სოიოს რძეს (დამატენიანებელი), C ვიტამინს (ბუნებრივი ანტიოქსიდანტი), რაც ნიღაბს ნამდვილ ფუფუნებად აქცევს.
ნიღბის სპეციალური ფორმა უზრუნველყოფს სახის კანის სრულ – 3D დაფარვას.
სხვა ნიღბებისგან განსხვავებით Japan Gals-ის ნიღბები თვალის მიდამოებში არ არის ამოჭრილი, ამიტომ შესაძლებელია თვალების დამუშავებაც.

დამატებითი ინფორმაცია

გამოყენების მიზანი

, ,

შედეგი

  • ღრმა დატენიანება
  • ელასტიურობის აღდგენა
  • კანის ტექსტურის გათანაბრება

შემადგენლობა

წყალი, BG, გლიცერინი, ჰიალურონის მჟავა, მაგნიუმის ასკორბილის ფოსფატი, სოიოს ექსტრაქტი, ფერმენტირებული სოიოს რძე, ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, პალმის ზეთი, ალკილი, PG, დიმონის ქლორიდის ფოსფატი, ფენოქსიეთანოლი (<1%), მეთილისოთიაზიაზოლინი, ლიმონმჟავა, ანტიკოაგულანტი.

გამოყენების წესი

  1. დაბანის შემდეგ გაშალეთ ნიღაბი და დაიდეთ სახეზე.
  2. 5-10 წუთი მშვიდად იწექით.
  3. თუ გსურთ თვალების ზონის დამატებითი დამუშავება დაიდეთ ზედ ნაჭრის ის ნაწილი, რომელიც ქუთუთოების ადგილზე გადაიკეცა
  4. თუ გჭირდებათ თვალის ქვედა ნაწილის უფრო მეტად დამუშავება ნაჭერი დატოვეთ გადაკეცილი.

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე. იმისათვის რომ შეფუთვაში არ მოხვდეს უცხო სხეულები ან სითხე არ დაიღვაროს, გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაკეტეთ პაკეტი და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში შესაკრავით ზემოთ. რეკომენდებული არ არის გახსნილი შეფუთვის მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ დატოვება.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „JAPAN GALS Pure5 Essence ნიღაბი ჰიალურონის მჟავით 30 ც“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ პროდუქტთან ერთად ყიდულობენ

Products not found

თქვენ ბოლოს ათვალიერებდით

Products not found