JAPAN GALS Pure5 Essence ნიღაბი ნატურალური კერამიდებით

კოდი: 007263 კატეგორიები: , , ბრენდი:

45.00 

მოცულობა:

30 ც

20 საწყობშია

აღწერა

კერამიდები – ჩვენი სხეულის მიერ წარმოებული უჯერი ცხიმოვანი მჟავების მნიშვნელოვანი კომპონენტია. სხვა ნივთიერებებთან ერთად ისინი იცავს კანს გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან,ალერგენებისა და ტოქსიკური ნივთიერებებისგან.
კერამიდების ნაკლებობით ირღვევა კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერი და შედეგიც არ აყოვნებს: კანი იქერცლება, ღიზიანდება, მკვეთრად რეაგირებს მზეზე და ყინვაზე და რაც მთავარია – კარგად არ იტანს ონკანის წყალს.
ნიღბის ხსნარში არსებული კერამიდები კვებავს და ატენიანებს კანს, აღადგენს მის ბუნებრივ დამცავ ბარიერს. ეს ნიღაბი იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის.
იგი ასევე შეიცავს სოიოს ექსტრაქტს, ფერმენტირებულ სოიოს რძეს (დამატენიანებელი), C ვიტამინს (ბუნებრივი ანტიოქსიდანტი), რაც ნიღაბს ნამდვილ ფუფუნებად აქცევს.
ნიღბის სპეციალური ფორმა უზრუნველყოფს სახის კანის სრულ – 3D დაფარვას.
სხვა ნიღბებისგან განსხვავებით Japan Gals-ის ნიღბები თვალის მიდამოებში არ არის ამოჭრილი, ამიტომ შესაძლებელია თვალების დამუშავებაც.

დამატებითი ინფორმაცია

გამოყენების მიზანი

, ,

შედეგი

  • ღრმა დატენიანება
  • ელასტიურობის აღდგენა
  • კანის ტექსტურის გათანაბრება

შემადგენლობა

წყალი, BG, გლიცერინი, კერამიდები, მაგნიუმის ასკორბილის ფოსფატი, სოიოს ექსტრაქტი, ფერმენტირებული სოიოს რძე, ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, პალმის ზეთი, ალკილი, PG, დიმონის ქლორიდის ფოსფატი, ფენოქსიეთანოლი, მეთილისოთიაზიოლინიონი, ლიმონმჟავა, ანტიკოაგულანტი.

გამოყენების წესი

  1. დაბანის შემდეგ გაშალეთ ნიღაბი და დაიდეთ სახეზე.
  2. 5-10 წუთი მშვიდად იწექით.
  3. თუ გსურთ თვალების ზონის დამატებითი დამუშავება დაიდეთ ზედ ნაჭრის ის ნაწილი, რომელიც ქუთუთოების ადგილზე გადაიკეცა
  4. თუ გჭირდებათ თვალის ქვედა ნაწილის უფრო მეტად დამუშავება ნაჭერი დატოვეთ გადაკეცილი.

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე. იმისათვის რომ შეფუთვაში არ მოხვდეს უცხო სხეულები, ან სითხე არ დაიღვაროს, გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაკეტეთ პაკეტი და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში შესაკრავით ზმოთ.
რეკომენდებული არ არის გახსნილი შეფუთვის მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ დატოვება.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „JAPAN GALS Pure5 Essence ნიღაბი ნატურალური კერამიდებით“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ პროდუქტთან ერთად ყიდულობენ

Products not found

თქვენ ბოლოს ათვალიერებდით

Products not found