JAPAN GALS ნატურალური ნიღბების კურსი მარგალიტის ექსტრაქტით NATURAL PEARL MASK

კოდი: 10164 კატეგორიები: , ბრენდი:

29.00 

მოცულობა:

7 ც

19 საწყობშია

აღწერა

JAPAN GALS-ის ნატურალური ნიღბები კოლაგენის და მარგალიტის ექსტრაქტის შემადგენლობით შექმნილია თქვენს კანზე სრულყოფილი ზრუნვისთვის. მთავარი კომპონენტებია კოლაგენი, მარგალიტის ექსტრაქტი და აბრეშუმის ესენცია, რაც იდეალურად უხდება დაღლილ და სიმკვირვე დაკარგულ კანს.
შესაფერისია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
იმისათვის რომ თქვენმა კანმა იბრწყინოს დაგჭირდებათ სულ რაღაც 5-10 წუთი დღეში. ნიღბები ძალიან მარტივია გამოსაყენებლად და არ საჭიროებს ჩამობანვას.
სხვა ნიღბებისგან განსხვავებით Japan Gals-ის ნიღბები თვალის მიდამოებში არ არის ამოჭრილი, ამიტომ შესაძლებელია თვალების დამუშავებაც.
კოლაგენი-არის ცილის ტიპი, რომელიც მონაწილეობს ახალი უჯრედების წარმოქმნასა და წყობაში. მისი ნაკლებობა იწვევს ნაოჭების გაჩენას და კანის მოდუნებას. ნიღბის ხსნარში შემავალი მკვებავი კოლაგენი ღრმად აღწევს დერმაში, ინარჩუნებს ტენიანობას, ხელს უწყობს საკუთარი კოლაგენის რეგენერაციას, აღადგენს ელასტიურობას და ფერს.
მარგალიტის ექსტრაქტი ზრდის ელასტიურობას, ასწორებს ვიწრო ნაოჭებს, ატენიანებს, აუმჯობესებს ფერს და აქვს კანის რეგენერაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია

გამოყენების მიზანი

, ,

შედეგი

  • კვება
  • დატენიანება
  • წმენდა

შემადგენლობა

Water, butylene glycol, glycerin, hydrolyzed conchiolin, hydrolyzed silk, water-soluble collagen, caprylyl glycol, hydroxyethyl cellulose, xanthan gum, citric acid Na, citric acid, flavors.
კლემატისის, შვიტას,Fucus-ის, ევროპული სუროს ფოთლების ექსტრაქტები.

გამოყენების წესი

  1. გაშალეთ ნიღაბი და დაიდეთ სახეზე.
  2. გაიჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

იდეალურია ყოველდღიური მოხმარებისთვის.
თუ კანზე გაგიჩნდათ წითელი ლაქები, შეშუპება, ქავილი,გაღიზიანება, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ დერმატოლოგს.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე. იმისათვის რომ შეფუთვაში არ მოხვდეს უცხო სხეულები ან სითხე არ დაიღვაროს, გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაკეტეთ პაკეტი და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში შესაკრავით ზემოთ. რეკომენდებული არ არის გახსნილი შეფუთვის მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ დატოვება.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „JAPAN GALS ნატურალური ნიღბების კურსი მარგალიტის ექსტრაქტით NATURAL PEARL MASK“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ პროდუქტთან ერთად ყიდულობენ

Products not found

თქვენ ბოლოს ათვალიერებდით

Products not found