აღწერა
გელის თვალების პატჩები “ლიფტინგის ეფექტი” მომეტალურად ცვლიან კანს და უზრუნველყოფენ ხანგრძლივ ლიფტინგის ეფექტს.
წარმოადგენს დაბერების საწინააღმდეგო უნიკალურ ტექნოლოგიას, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა მოლეკულური წონის მქონე ჰიალურონის მჟავის,კოლაგენისა და ექსტრაქტების კომპლექსის კომბინაციაზე. აქტიური ნივთიერებები, კანის ღრმა შრეებში შეღწევით ააქტიურებენ რეგენერაციულ პროცესებს, შედეგად კანი უფრო გლუვია, ელასტიური და ახალგაზრდულად გამოიყურება.
ჰიალურონის მჟავა ინტენსიურად ატენიანებს, აღადგენს უჯრედშიდა მატრიქსს, არბილებს და ამავდროულად ამკვრივებს კანს. ასტიმულირებს საკუთარი კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, ზრდის კანის ტურგორს, ამცირებს ნაოჭების რაოდენობას და სიღრმეს. ექსტრაქტების კომპლექსი აქრობს შეშუპებას და თვალების ქვეშ არსებულ მუქ წრეებს, აღადგენს კანის ფერს, აშორებს დაღლილობის ნიშნებს, ახდენს მგრძნობიარე თვალის კანის დარბილებას და განახლებას.
პატჩების გამოყენება შესაძლებელია ცხვირ-ტუჩის ნაოჭზეც,რადგან მათი ზომა და ფორმა სპეციალურად შექმნილია თვალის კონტურისა და ტუჩის გარშემო არსებული კანის ანატომიური მახასიათებლების გათვალისწინებით.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.