აღწერა
სალონური პროცედურების კურსი სახლში.
ქსოვილის ნიღბების სერია „5 DAY PROJECT ”არის სახის კანის რეაბილიტაციისა და აღდგენის ხუთდღიანი კურსი, რომელიც რეგულარულად განიცდის სტრესს და დიდი რაოდენობით უარყოფით ფაქტორების მავნე ზემოქმედებას, ისინი ხომ გავლენას ახდენენ კანის ჯანმრთელობასა და იერსახეზე.
თითოეულ ნიღაბს აქვს უნიკალური შემადგენლობა, რათა უზრუნველყოს სასურველი ეფექტი მისი დანიშნულების შესაბამისად. ნიღბები ინტენსიურად მოქმედებენ კანზე, კვებავენ, ატენიანებენ, ანელებენ დაბერების პროცესს და ებრძვიან ნაოჭებს.
შედეგი: ლამაზი სახის ფერი, განახლებული და გაბრწყინებული კანი სულ რაღაც 5 დღეში!
პროგრამის I დღე
ამპულის ნიღაბი ღრმა წმენდისა და დეტოქსიკაციისთვის AMPOULE FACE MASK DEEP CLEANSING&DETOX
ამპულის ნიღაბი ნახშირით და ჰიალურონის მჟავით უზრუნველყოფს სახის კანის როგორც ზედაპირის, ასევე ფორების ღრმა და ინტენსიურ წმენდას. შავი ქსოვილის ნიღბის სქელი მასალა შექმნილია ნახშირის ბოჭკოების დამატებით, რომელთა მიკრონაწილაკები ავიწროებენ გაფართოებულ ფორებს, ხელს უშლიან აკნეს წარმოქმნას.ამპულის შრატის აქტიურ შემადგენლობაში შემავალი ბიფიდა ლიზატის ფერმენტი (ბაქტერიული მეტაბოლიზმის პროდუქტი) ეფექტურად იცავს კანს UV ზემოქმედებისგან, რაც იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და ასტიმულირებს დნმ – ის აღდგენას. კანში ზღუდავს ანთებით რეაქციებს და აღადგენს მის ბარიერულ თვისებებს,ინტენსიურად აღადგენს კანის ელასტიურობას.
ცხრა მცენარეული ექსტრაქტისგან შემდგარი კომპლექსი, გარდა დატენიანებისა და კვებისა, ხელს უწყობს ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერებას, სისხლის მიმოქცევის დაჩქარებას, უჯრედებში კანის რეგენერაციასა და გაცვლით პროცესებს, ასტიმულირებს კერამიდების გამომუშავებას.
აქტიურ ინგრედიენტებს კანიდან გამოაქვთ ტოქსინები, ანაცვლებენ მათ აუცილებელი მიკროელემენტებით, მოქმედებენ, როგორც ბზინვარების კონცენტრატი, შედეგად კი კანი უფრო თანაბარი და გლუვია, იძენს სასიამოვნო იერს.
პროგრამის II დღე
ნიღაბი სახის ინტენსიური კვებისა და დატენინებისთვის AMPOULE FACE MASK INTENSE&NUTRITION
ქსოვილის ნიღაბი, რომელიც გაჟღენთილია ჰიალურონის მჟავის ამპულური ესენციით და ცხრა ექსტრაქტისგან შემდგარი კომპლექსით, უზრუნველყოფს სრულყოფილ კვებას და დატენიანებას, ათანაბრებს კანის ზედაპირს, აუმჯობესებს ტონუსს და ელასტიურობას,ახდენს სახის კონტურების მოდელირებას.
ჰიალურონის მჟავა უჯრედშორის სივრცეში არეგულირებს ტენიანობის დონეს, ხელს უშლის კანის ზედაპირიდან ტენის აორთქლებას. ნანონაწილაკების წყალობით, იგი ინარჩუნებს ტენიანობას, როგორც კანის ღრმა ფენებში, ასევე რქოვანას შრეში.
ბიოაქტიური ექსტრაქტები აცოცხლებენ,აჯანსაღებენ კანს აუცილებელი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, ზრდიან უჯრედების ენერგეტიკულ ბალანსს,ასტიმულირებენ საკუთარი კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს.
ნიღბის აქტიური მოხმარების შედეგად, ხდება მკვებავი ნივთიერებების მარაგის შევსება, ჰიდროლიპიდური ბალანსის ნორმალიზება, დერმის სტრუქტურის გათანაბრება, სახის კანი ხდება ნაზი და მკვრივი.
პროგრამის III დღე
ნიღაბი 3D ეფექტით AMPOULE FACE MASK 3D EFFECT
ნიღაბი “3D- ეფექტი: ლიფტინგი + ტონუსი + დატენიანება” დაგეხმარებათ კანის დაბერების პროცესის შენელებაში, დაუბრუნებს მას ელასტიურობას და სიგლუვეს.
ამპულის ესენციით გაჟღენთილი ქსოვილის ნიღაბი ექსტრაქტების კომპლექსით, ჰიალურონის მჟავით და B5 პროვიტამინით, უზრუნველყოფს ყველა ტიპის კანის კომპლექსურ მოვლას. ნიღაბი აკორექტირებს ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს და ქმნის დამატებით რესურსს მომავალში დამოუკიდებელი უჯრედების რეგენერაციისთვის.
ღრმად ატენიანებს და ატონიზირებს კანს, ანიჭებს მას ჯანმრთელ იერს, ეფექტურად აღადგენს და ასწორებს სახის ოვალს, აქვს შესანიშნავი ლიფტინგის ეფექტი, განადგურებისგან იცავს ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოებს.
პროგრამის IV დღე
ბზინვარება და ფორებზე ზრუნვა AMPOULE FACE MASK RADIANCE&PORE CARE
ამპულის ესენციით და მცენარეული ექსტრაქტებით გაჟღენთილი ქსოვილის ნიღაბი
აკონტროლებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ხელს უწყობს ფორების გაწმენდას და შევიწროებას, ათანაბრებს ტონს და აღადგენს ბზინვარებას.
შემადგენლობაში შემავალი მარგალიტის ექსტრაქტი აჩქარებს უჯრედების განახლებასა და რეგენერაციას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და ანელებს დაბერების პროცესს.
ჰიალურონის მჟავა უჯრედშორის სივრცეში არეგულირებს ტენიანობის დონეს, აქვს გამაახალგაზრდავებელი მოქმედება.
ნიღბის აქტიური კომპონენტები აუმჯობესებენ უჯრედულ სუნთქვას, ხსნიან დაღლილობის კვალს და ხელს უწყობენ კანის ბუნებრივი ბზინვარების აღდგენას.
პროგრამის V დღე
ნიღაბი კანის გაახალგაზრდავებისა და სიმკვრივისთვის AMPOULE FACE MASK REJUVENATION&ELASTICITY
ამპულის ნიღაბი, გაჟღენთილი ლოკოკინის ფილტრატის კონცენტრირებული ესენციით, ჰიალურონის მჟავით და ზღვის მცენარეების ექსტრაქტებით, მოლეკულურ დონეზე აჩერებს ასაკობრივი ცვლილებების დაგროვებით ეფექტს.
ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, შემაერთებელი ქსოვილის გაძლიერებას, ინარჩუნებს კანის სიმკვრივეს და ელასტიურობას, ზრდის მის იმუნიტეტს და დამცავ ფუნქციებს.
ლოკოკინის ფილტრატი შესანიშნავად ატენიანებს და კვებავს კანს, ათანაბრებს ფერს და სტრუქტურას,აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
ზღვის მცენარეების ექსტრაქტები წარმოადგენენ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების უნიკალური კომპლექსს, რომლებიც აძლიერებენ უჯრედულ მეტაბოლიზმს და ანელებენ დაბერების პროცესს,შედეგად თქვენი კანი არის დაჭიმული,ნაზი და გაბრწყინებული.
თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ნიღბის გამოყენება შესაძლებელია როგორც კურსობრივად, ასევე დამოუკიდებლად.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.