აღწერა
ამპულის ნიღაბი-ხელთათმანები ეფექტური პროდუქტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ პროფესიონალივით იზრუნოთ თქვენს ხელებზე.
ნიღაბი-ხელთათმანები გაჟღენთილია ამპულის შრატით, რომელშიც შედის აქტიური ინგრედიენტების მაღალი კონცენტრაცია და პეპტიდური კომპლექსები. ნიღაბი ახდენს ხელის კანის პროფესიონალურ მოვლას, რომელზეც უარყოფითად მოქმედებს ბევრი გარე ფაქტორი: ტემპერატურის ცვლილება, UV გამოსხივება, წყალთან კონტაქტი, საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მოქმედება და ა.შ.
პეპტიდები არა მხოლოდ ასტიმულირებენ კანში კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, არამედ დანარჩენ ინგრედიენტებს ეხმარებიან,რომ ღრმად შეაღწიონ კანის ფენებში და ამით ზრდიან ნიღბის ეფექტურობას!
პეპტიდები თოთხმეტი მცენარის ექსტრაქტთან და ელასტინთან ერთად აუმჯობესებენ დერმის მატრიქსის მდგომარეობას და კანის ბიომექანიკურ მახასიათებლებს: აღადგენენ მის დამცავ ბარიერს, უჯრედულ იმუნიტეტს,ბუნებრივ ელასტიურობას და კარგად ატენიანებენ.
ნიღაბს აქვს დამარბილებელი,მკვებავი,დამატენიანებელი,ანთების საწინააღმდეგო და გამაახალგაზრდავებელი მოქმედება,ასევე ხელს უშლის პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.
მისი რეგულარული გამოყენებისას თქვენი ხელები ყოველთვის მოვლილად და ახალგაზრდულად გამოიყურება.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.