აღწერა
ნიღაბი შეიცავს ბიოლოგიურ მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც ცნობილია მათი მათეთრებელი თვისებებით და სუფთა C ვიტამინის შემცველობით. აქტიური ინგრედიენტების კომბინაცია აკავებს თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მელანინის სინთეზს, რომელიც პასუხისმგებელია პიგმენტური ლაქების წარმოქმნაზე და არის კანის ფერის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.
მცენარეული ექსტრაქტების სინერგეტიკული მოქმედება აჩერებს მელანინის სინთეზს.
თუთა, ქვატეხია და მუზარადა ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება, როგორც მათეთრებლები.
თუთის ექსტრაქტი მდიდარია ჰიდროქინონით და კოჯიკის მჟავით, ის აფერხებს მელანინის სინთეზს, თრგუნავს ტიროზინაზას, აქვს ანტიოქსიდანტური და მატონიზირებელი მოქმედება.
ქვატეხიას ექსტრაქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს, რომლებიც ბლოკავს ტიროზინაზას მუშაობას და აახალგაზრდავებს კანს. მაღალი ბიოლოგიური აქტივობისთვის ამ მცენარეს “გამაახალგაზრდავებელ ყვავილს” უწოდებენ.
მუზარადას ექსტრაქტი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და შეიცავს არბუტინს, რომელიც არის ნაზი მათეთრებელი.
გარდა ამისა, ნიღაბში შედის გამომშრალი ყურძნის წვენი, რომელიც შეიცავს რესფერატროლს- „სიცოცხლის გენების“ ბიოლოგიურ სტიმულატორს- SIRT 1. იგი ხელს უშლის უჯრედების განადგურებას, დნმ-ის მექანიზმების გაძლიერებით აახალგაზრდავებს მათ და ხელს უწყობს დამცავი ანტიოქსიდანტების წარმოებას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.