აღწერა
მიკრონემსებიანი პატჩები BLOM ჰიალურონის მჟავით კანის დატენიანებისთვის.
დაპატენტებული მიკრონემსების ტექნოლოგია (პატენტი რუსეთი №2652567, ა.შ.შ. №32735812), საშუალებას იძლევა, რომ ჰიალურონის მჟავამ ღრმად, ბაზალურ მემბრანამდე შეაღწიოს და იმოქმედოს 5 მიმართულებით: ღრმა დატენიანება,კანის ზედაპირის გასწორება და ნაოჭების ხილვადობის შემცირება, ტონუსის და სიმკვრივის გაზრდა,შეშუპების შემცირება, სილურჯეების შემცირება.
მჭიდროდ განლაგებული მიკრონემსები (1 სმ² 100 ნემსი) უზრუნველყოფენ პატჩების მაღალეფექტურობას.
სხვა კომპანიის პატჩებისგან განსხვავებით ამ ნემსების 98%-ს წარმოადგენს ორგანული ჰიალურონის მჟავა.
შემადგენლობა
Sodium Hyaluronate, Ferulic Acid, Aqua.
მიკრონემსები არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს, მინერალურ ზეთებს და გამოხატულ ალერგენებს.
გამოყენების წესი
მიკრონემსებიანი პატჩები უსაფრთხო და უმტკივნეულოა, გამოყენება კი მარტივია.
- ამოიღეთ შეფუთვიდან, მოაშორეთ თეთრი დამცავი. არ შეეხოთ ცენტრში არსებულ მიკრო ნემსებს.
- დაიდეთ სუფთა და მშრალ კანზე, შემდეგ მსუბუქად დააჭირეთ თითები რათა ნემსები გააქტიურდეს.
- იმისათვის რომ ჰიალურონის მჟავის მიკრო ნემსები აქტიურ კომპონენტებთან ერთად ბოლომდე გაიხსნას კანში პატჩები უნდა გაიჩეროთ 25 წუთი.
პროცედურიდან ნახევარ საათში შეგიძლიათ გაიკეთოთ მაკიაჟი ან გამოიყენოთ სხვა თავის მოვლის საშუალება.
საუკეთესო ეფექტი მიიღწევა 4-6 გამოყენების შემდეგ 48 საათიანი ინტერვალებით.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.