D’ARIQUE – პროფესიონალური ალგინატის ნიღბების მწარმოებელი საფრანგეთში.
ბრენდის სახელწოდება ასოცირდება ბარაქასა და ძვირფასეულობასთან,რადგან ასე ერქვა მსოფლიოში პირველ ოქროს მონეტას,რომელიც სპარსი მეფის დარიოსის ბრძანებით მოიჭრა.
იმისათვის, რომ მსოფლიო თქვენს ფერხთით განერთხოს, უნდა იყოთ მიმზიდველი, ანათებდეთ და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ოქროს მსგავსად უნდა გამოიყურებოდეთ.
კომპანია D’ARIQUE აწარმოებს პროდუქციას, რომლის ფასიც კოსმეტოლოგიური კაბინეტის მომსახურებებთან შედარებით ბევრად ნაკლებია, თუმცა შედეგი ნამდვილად ჰგავს სახის პროფესიონალური წმენდითა და პილინგით მიღებულ ეფექტს. ნიღბების გამოყენება შესაძლებელია როგორც სალონში, ასევე სახლში დამოუკიდებლად. აგრეთვე დაშვებულია მათი სხვა ბრენდის თავის მოვლის საშუალებებთან კომბინაციაში მოხმარება.
თითოეული ნიღბის შემადგენლობა დაფუძნებულია იშვიათი კომპონენტების კომპლექსზე: სალიცილის მჟავა (ივას ფოთლების ექსტრაქტი), თუთის ფერმენტები, მუზარადა, გლუკოზა. D’arique-ს პროდუქცია გვეხმარება არამხოლოდ ასაკობრივ ცვლილებებთან ბრძოლაში, არამედ წყლის, ცხიმის, ვიტამინების ბალანსის დარღვევის აღდგენაში და კანის, როგორც ზედა ასევე ქვედა ფენებში არსებული გაცვლითი პროცესების დაბალანსებაში.
აღნიშნული ბრენდის ყველა ნიღაბი პრობლემაზე მოქმედებს ლოკალურად, თუმცა ამასთანავე შესაფერისია ყველა ტიპის: მშრალი, ცხიმიანი, ნორმალური თუ კომბინირებული კანისთვის.
PREMIUM COSMETICS გთავაზობთ ამ უნიკალური ბრენდის ალგინატის ნიღბებს როგორც პატარა (40 გ.), ასევე დიდ (500 გ.) შეფუთვებში.
ასორტიმენტშია:
• დამატენიანებელი ნიღაბი ლავანდითა და როზმარინით;
• გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი თეთრი ჩაით;
• ნიღაბი კანის რეგენერაციისთვის პლაცენტით;
• დამამშვიდებელი ქიტოზანით;
• „ბიორევიტალიზატორი“ ჰიალურონის მჟავით;
• ბოტოქსის ეფექტით;
• გამჭვირვალე ნიღაბი ოქროთი სუპერ-ლიფტინგი;
• ნიღაბი პრობლემური კანისთვის აბრეშუმის პროტეინებით;
• ჭრილობის შეხორცების ეფექტის მქონე ზღვის წყლით;
• გამწმენდი მწარე ფორთოხლით;
• ანტი-აკნე ჩაის ხის ზეთით;
• გამათეთრებელი;
• გამაახალგაზრდავებელი ანტიოქსიდანტებით;
• ასაკსაწინააღმდეგო მოცვით.
ყველა ალგინატის ნიღაბი იწარმოება ფხვნილის სახით. არის ჰიპოალერგიული და შეთავსებადია სხვა თავის მოვლის საშუალებებთან.
ბრენდის ნიღბები დიდი პოპულარობით სარგებლობენ ბიუთი-ინდუსტრიის სამყაროში, რადგან ძალიან ბევრი სალონი თუ SPA ცენტრი თავისი მომხმარებლების პრობლემების მკურნალობისთვის, თუ პროფილაქტიკური მიზნით უპირატესობას სწორედ ამ პროფესიონალურ ნიღბებს ანიჭებს.
ყველა პროდუქტს აქვს ბუნებრივი შემადგენლობა, ამიტომ თამამად შეგიძლიათ გაუწიოთ რეკომენდაცია ძალიან მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებსაც კი.
D’ARIQUE პროფესიონალური მოვლა და მყისიერი შედეგი!

ვრცლად

გაფილტვრა ფასით

15245

პროდუქტის კატეგორიები

აქციები

გამოყენების მიზანი