ჩვენ შესახებ

მოგესალმებათ პრემიალური კოსმეტიკური საშუალებების ინტერნეტ-მაღაზია – Premium Cosmetics.

ჩვენს საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების იაპონიის,კორეის,რუსეთის,შვეიცარიის და საფრანგეთის წამყვანი ბრენდების პროფესიონალური და პრემიუმ კლასის კოსმეტიკური საშუალებები.

ჩვენი ინტერნეტ-მაღაზია გთავაზობთ როგორც სპეციალურ ასევე ყოველდღიურ თავის მოვლის საშუალებებს.

კანის სპეციალური მოვლა არის კურსობრივი,ხოლო საბაზისო მოვლა კი არის რეგულარული,რომელშიც შედის:

  • მიცელაური წყლით,მუსით ან ქაფით წმენდა
  • ტონერით,შრატით ან ფლუიდით კანის დატენიანება
  • კანის კრემის საშუალებით კვება
  • ნიღბების სისტემატიური გამოყენება კანის მოთხოვნების შესაბამისად
  • თავის მოვლის საშუალებების ბუსტერით აქტივაცია

ჩვენს ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ თავის მოვლის ყოველდღიური საშუალებები,რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი კანის ჯანმრთელობას და შეგინარჩუნებენ ახალგაზრდობას.

კანის მუდმივი მოვლა გამოყენებული კოსმეტიკური საშუალების წარმატებული შედეგის საწინდარია,რაც სახის კანის იდეალურ ბრწყინვალებაში გამოიხატება.

ბიოკომპლექსები,ჰიალურონის მჟავა,ბუსტერები და ამპულის შრატები წარმოადგენენ სხვადასხვა სპეციფიური პრობლემების გადაჭრის საშუალებებს.

აღნიშნული საშუალებების დახმარებით შეგიძლიათ გააქროთ შეშუპება,ებრძოლოთ კანის გაუწყლოებას და ელასტიურობის დაკარგვას,მოახდინოთ სახის ოვალის კორექტირება,განთვისუფლდეთ კუპეროზისა და პიგმენტაციისგან.

სპეციალური თავის მოვლის ყველა საშუალება შეიცავს აქტიურ კომპონენტებს,რომლებიც ებრძვიან კონკრეტული პრობლემის მიზეზს და არ აქვთ მხოლოდ კოსმეტიკური ეფექტი.

სრული კურსის ჩატარების შემდეგ ამ კატეგორიის პრეპარატებს შეუძლიათ გააუმჯობესონ კანის გაცვლითი პროცესები,აღადგინონ ქსოვილების მიკროცირკულაცია და წყლის ბალანსი.

ჩვენ გარწმუნებთ,რომ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად აუცილებელი არ არის მიმართოთ ინექციებს,სცადეთ,შეიძინეთ ჰიალურონის მჟავას ექსტრაქტებზე დამზადებული TETe-ს ან TEANA-ს ბრენდის პროფესიონალური კოსმეტიკა და მათ ეფექტურობაში უდაოდ დარწმუნდებით.

ინტერნეტ-მაღაზიაში თქვენთვის მოსახერხებული გზით შეგიძლიათ შეუკვეთოთ ახალგაზრდობის გამახანგრძლივებელი არაინექციური პრეპარატები!

გვაქვს მიტანის სერვისი როგორც თბილისის ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით!

თბილისის ტერიტორიაზე საკურიერო მომსახურების საფასური შეადგენს 5 ლარს,რეგიონებში 8 ლარს.

თბილისის ტერიტორიაზე საკურიერო მომსახურება უფასოა 200 ან მეტი ლარის შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში,ხოლო რეგიონებში 350 ლარზე მეტი შეკვეთის დროს.

პროდუქცია უნდა შეიძინოთ საიტზე,შემდეგ შეკვეთა მენეჯერთან უნდა გააფორმოთ მეილით ან სატელეფონო ზარის საშუალებით და ამანათს სულ რამოდენიმე დღეში მიიღებთ.

დარჩით ჩვენთან და ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს კანზე!