კოსმეტოლოგებისთვის მოქმედებს ფასდაკლება!

თანამშრომლობის პირობები:

450 ლარის ოდენობის შეკვეთის გაფორმებისას თბილისის ტერიტორიაზე მიტანის სერვისი არის უფასო.
გადახდა ხორციელდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.

450 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში ამანათის მიტანა საფოსტო სერვის ცენტრში ან სატრანსპორტო კომპანიაში ჩვენი ლოჯისტიკის სამსახურის მიერ ხდება უფასოდ, ხოლო უკვე შემდგომ რეგიონებში გაგზავნის საფასურს ანაზღაურებს მყიდველი.

თანამშრომლობის დასაწყებად და შეკვეთის გასაკეთებლად მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე!

 

საბითუმო შესყიდვა

თანამშრომლობის პირობები:

მინიმუმ 1500 ლარის ოდენობის შეკვეთის შემთხვევაში თბილისის ტერიტორიაზე მიტანის სერვისი არის უფასო.

თბილისიდან 20 კილომეტრის რადიუსზე მიტანის სერვისი ასევე არის უფასო!

გადახდა ხორციელდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.

თვითგამოძახება შესაძლებელია მხოლოდ ერთი შესყიდვის შემთხვევაშიც კი.

რეგიონიდან მინიმალური შეკვეთის ოდენობა უნდა შეადგენდეს 1500 ლარს.

ამანათის მიტანა საფოსტო სერვის ცენტრში ან სატრანსპორტო კომპანიაში ჩვენი ლოჯისტიკის სამსახურის მიერ ხდება უფასოდ, ხოლო უკვე შემდგომ რეგიონებში გაგზავნის საფასურს ანაზღაურებს მყიდველი.

თანამშრომლობის დასაწყებად და პროდუქციის შესაკვეთად მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე!

 

ერთობლივი შესყიდვა

თანამშრომლობის პირობები:

ერთობლივი შესყიდვის პირობები ფიზიკურ პირებთან:

25%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ იმ შემთხვევაში, თუ უკვე ფასდაკლებული შეკვეთის მინიმალური ღირებულება იქნება 800 ლარი.

თბილისის ტერიტორიაზე საკურიერო მომსახურება არის უფასო.

რეგიონებში ამანათების გაგზავნას ახორციელებს საქართველოს ფოსტა და მისი მომსახურების საფასური ითვლება ფოსტის სერვის ცენტრში.

იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის გაკეთება სურს იურიდიულ პირს, უნდა მოგვაწოდოთ მონაცემები რათა გავაფორმოთ ხელშეკრულება.

თანამშრომლობის დასაწყებად და პროდუქციის შესაკვეთად მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე!

 

ბლოგერებისთვის

თუ ხართ ბლოგერი,გყავთ 10 000-ზე მეტი გამომწერი და გსურთ, რომ ჩვენი კოსმეტიკური საშუალებების შესახებ დაწეროთ ან გადაიღოთ ვიდეო,მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი ბლოგის ბმული.

თანამშრომლობის დასაწყებად დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე ან მოგვწერეთ სოციალური ქსელების პირად შეტყობინებაში!